1) არავის მისცე უფლება შენს სულს, შენს თვითრწმენას, შენს რაობას შეეხოს. მხოლოდ აამაღლებინე გარემოს, ადამიანებს შენი თავისადმი დამოკიდებულება და სულიერება.
2) გაუშვი, “კართან მდგომი” ადამიანი და გახდი იმდენად საინტერესო პიროვნება, რომ თავად მოვიდნენ შენთან.
3) საკუთარ თავთან მუდამ მარტო დარჩები. შენს პრობლემებს ან დარდს, დიდხანს ვერავინ აგაცილებს. შენ ხარ პასუხისმგებელი შენს თავზე და შენს გარემოებებზეც.
4)მოთმინება არასდროს დაკარგო. არასდროს იყვირო. ეგ სისუსტეა და არა ძლიერი ადამიანის თვისება.
5)სიკეთის კეთება, სხვების დაფასება, მადლიერების გამოხატვა არასდროს დაგავიწყდეს, ან დაგეზაროს.
6)კარიერაში მარცხი, შეგიძლია სწავლის შედეგად შენს გამარჯვებად გარდაქმნა, მაგრამ ადამიანობაში არ ჩაიჭრე- მეორე შანსი აღარ გექნება.
7)კრიტიკა ბევრს შეუძლია, საქმის გაკეთება არა. სჯობს კრიტიკის ქარცეცხლში ყოფნა, მაგრამ მთავარია მუდამ – საქმეში!
8)სუსტი ადამიანების არჩევანია სხვაზე ცუდის თქმა.
9) რამდენჯერაც არ უნდა აგიცურვდეს გული ადამიანებზე, მაინც არასდროს დაკარგო ადამიანებისადმი ნდობის და სიყვარულის უნარი.
10) სჯობს შენ იყო ნაწყენი, ვიდრე სხვას აწყენინო.
11)არ იყო დამოკიდებული ერთ ადამიანზე, ერთ საქმეზე, ერთ იმედზე ან დღეზე.
12) მილიარდი შესაძლებლობაა და არა ერთი. Always Keep keep Moving Forward!!》
13) ცხოვრების მიზანი შენი და სხვების ბედნიერებაა, არავინ გადაგარწმუნოს სხვა აზრში.
პოსტის ავტორი: თამარ კანაშვილი
