fbpx

“სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს…”

ავტორი ჟოლო
9,363 ნახვა

ფრანგი მწერლის, „საფრანგეთის აკადემიის” წევრის, ანდრე მორუას გამონათქვამები:

უნდა აპატიო მდუმარედ – სხვაგვარად ეს რანაირი პატიებაა?

როდესაც წარმატება გვეწვევა, ისღა დაგვრჩენია, გავოცდეთ, რამდენი ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენი მეგობარი.

უამრავი ქალი გაიკეთებდა ბრწყინვალე კარიერას, მხოლოდ მოსმენა რომ იცოდეს, თან მოსმენაც არაა სავალდებულო: საკმარისია, გამომეტყველება მიიღო, რომ ისმენ.

ადამიანებს სჩვევიათ, სძულდეთ ის, რაც ხელში უვარდებათ და ჩაეჭიდონ იმას, რაც უსხლტებათ.

არ არსებობს წვრილმანი ღალატი.

ბუნებრივი მხოლოდ მათთან ვართ, ვინც გვიყვარს.

ქორწინება უსიყვარულოდ – დაკანონებული პროსტიტუციაა.

მამაკაცი სიყვარულში მშვიდობას ეძებს და არა ომს. არაფერს გამოჰყავს მამაკაცი წყობილებიდან ისე, როგორც ქალის აგრესიულობას.

არ ღირს ორიენტირება საზოგადოებრივ აზრზე. ეს შუქურა კი არ არის, არამედ გაბნეული ნაპერწკლებია.

გიყვარდეს ქალი – ნიშნავს იფიქრო არა იმაზე, თუ რას იღებ მისგან, არამედ იმაზე, თუ რას აძლევ მას.

ბედნიერი ქორწინება – ესაა ხანგრძლივი საუბარი, რომელიც ყოველთვის მოკლე გეჩვენება.

საკუთარ თავზე ცუდს ნუ იტყვით. ხომ შეიძლება, ვინმემ დაგიჯეროთ.

თუ ქალაქის გაცნობა გინდა, ფეხით უნდა იარო.

ყველაზე საოცარი მეხსიერება შეყვარებულ ქალს აქვს.

დაუფიქრებელი სიტყვა და – ბავშვი უეცრად იზრდება, მოტყუებული სიყვარული და — ადამიანი სასტიკი ხდება.

სიბერე მაშინ იწყება, როცა სიმამაცე კვდება.

ცხოვრების მიზანი ის კი არაა, რომ უკვდავი დიდება მოიპოვო… არამედ ის, რომ ყოველი დღე პატარა მარადიულობად აქციო.

ღამე ქალთან, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ღამეა, მაგრამ არა – მთელი ქალი.

ერთადერთი, რასაც გამოცდილება გვასწავლის, ისაა, რომ გამოცდილება არაფერს გვასწავლის.

მოკვდე რაიმეს გამო – იოლია, იცოცხლო – რთული

სიყვარული განშორებასა და სიკვდილს უფრო კარგად იტანს, ვიდრე ეჭვსა და ღალატს…

დაბერების ხელოვნების არსი ისაა, რომ ახალგაზრდებისთვის საყრდენი იყო და არა დაბრკოლება, მასწავლებელი და არა — მეტოქე, გამგები და არა — გულგრილი.

ქალი ყველგან ორმაგ აზრს ხედავს, იქაც კი, სადაც ის არაა. იქ კი, სადაც არის – ქალი აზრს საერთოდ ვერ ხედავს.

არ არსებობს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ყოფილი მეგობარი.

ერთადერთი უბედურება ისაა, რომ თავს უბედურად მიიჩნევთ და იმაზე ოცნებობთ, რაც არ გაქვთ იმის ნაცვლად, რომ მიიღოთ კმაყოფილება იმისგან, რაც გაქვთ.

ყველაზე ბედნიერი წამები ყოველთვის სევდით არის აღსავსე. გრძნობ, რომ ის წამიერია, გინდა მისი დაჭერა, მაგრამ ეს შეუძლებელია.

სიყვარულის დასაწყისში შეყვარებულები მომავალზე ლაპარაკობენ. ბოლოში — წარსულზე.

ყველაფერი, რასაც აკეთებ, უკან დაგიბრუნდება.

ადამიანი ყველაფრისგან იღლება, სიყვარულისგანაც კი.

თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო…

კამათისას ბოლო სიტყვა ყოველთვის ქალს რჩება. რასაც ამის შემდეგ იტყვი, უკვე ახალი კამათის დაწყება იქნება.

ქალთან გატარებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს.

სწორი აზრი, თუ მას ხშირად გავიმეორებთ, ძალას კარგავს.

ბიზნესი — ეს ომისა და სპორტის შერწყმაა.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ თუ გეტყვით: „არ მიყვარხართ”, თქვენ უფრო ძლიერ შეგიყვარდებით.

წარმატებული ქორწინება — ეს ნაგებობაა, რომელიც ყოველდღიურ რეკონსტრუქციას საჭიროებს.

წყარო: saintereso.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment