შესაძლოა ხშირად გსმენიათ: ალბათ ეს ჩემი ადამიანი არ არის. თუ სიყვარულში არ უმართლებთ, ადამიანები გამართლებას ეძებენ, თუმცა თითქმის არ ფიქრობენ იმაზე რატომ გახდა საყვარელი ადამიანი გამაღიზიანებელი. ფსიქოლოგი ჯედ დეიმონდი ამბობს, რომ სიყვარულს 5 ეტაპი აქვს, თუმცა ბევრი მესამეზე იყინება.
პირველი ესაა შეყვარება – ამ დროს გეჩვენებათ, რომ მასზე უკეთესი არავინაა, ის თქვენს ყველა სურვილს შეასრულებს და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.
მეორე ურთიერთობის ოფიციალურად დაწყებაა – ამ ეტაპზე თქვენ ერთმანეთს კარგად იცნობთ და მზად ხართ ერთმანეთისთვის მართლაც ყველაფერი გააკეთოთ. ფიქრობთ ბავშვებზე, რადგან მიგაჩნიათ, რომ ურთიერთობას უფრო საინტერესოს გახდის.
მესამე იმედგაცრუებაა – ყველაფერი ისე აღარ არის როგორც გეგონათ. რაღაც საკითხებში განსხვავებულ შეხედულებებს აღმოაჩენთ და ღიზიანდებით. ფიქრობთ, რომ ის თქვენი ადამიანი არ არის და მასთან ყოფნის საჭიროება აღარ არსებობს.
მეოთხე კრიზისის გადალახვა და სიყვარულის უფრო მაღალი საფეხურია – თქვენ თვალს ხუჭავთ ყველაფერზე და იღებთ მეორე ნახევარს ისეთს, როგორიც არის. ხვდებით, რომ ერთმანეთი გჭირდებათ და უფრო მეტად გიყვარდებათ.
მეხუთე თქვენი წყვილის ძლიერების შეგრძნებაა – თქვენ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. ხვდებით, რომ ერთად ყოფნით ყველაფერს შეძლებთ. ამ დროს შეგიძლიათ თქვათ, რომ დიახ, ის თქვენი ადამიანია.