ენჟელი, ებრაელი, გერმანიაში ყველაზე ცნობილი საცხობების მფლობელი, ხშირად ამბობდა: “იცი, რატომ ვარ დღეს ცოცხალი?”
ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როდესაც გერმანელმა ნაცისტებმა ებრაელები დაგვაპატიმრეს და მატარებლით მიგვიყვანეს აუშვიცში. დაღამდა, საშინლად ციოდა. ძალიან სუსტად ვგრძნობდით თავს, ვინაიდან მგზავრობა რთული იყო, თან რამდენიმე დღის მშიერებიც ვიყავით..
ყველგან თოვდა. საწოლები არ იყო. ცივი ქარი ქროდა. ამ ცივ, უსაშინლეს ღამეს ასობით ადამიანი ერთად შეგვყარეს ბარაკში. საკვების და წყლის გარეშე.
ჩემს გვერდით ხანშიშესული ადამიანი იყო, – რეი, რომელსაც შორიდან ვიცნობდი. ის ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ ჩემს ქალაქში. ძალიან შეშინებული იყო და საშინლად გამოიყურებოდა. მე ხელი მოვკიდე, ცოტა სითბო ვიგრძენი, შემდეგ სახეს, ტანს, ხელებს, ფეხებს ვუზელდი რომ გამეთბო. თან ვამხნევებდი, ასე მთელი ღამე შეუჩერებლად ვათბობდი ამ კაცს. დაღლილი და ცივი ვიყავი. თითები დაბუჟებული მქონდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი.
და ბოლოს გათენდა, მზის სხივი შემოიჭრა ბარაკში… ჩემს გარშემო მიმოვიხედე, რომ დამენახა რა ხდებოდა და სისხლი გამეყინა, ჩვენს ირგვლივ მხოლოდ გაყინული გვამები იყო.
სიკვდილის დუმილი იყო გამეფებული ჩემს ირგვლივ… ყინულოვანმა ღამემ ყველა დახოცა. ისინი სიცივის შედეგად დაიღუპნენ. მხოლოდ ორი ადამიანი გადავრჩით. მოხუცი და მე. მოხუცი გადარჩა იმის გამო, რომ მე არ მივეცი გაყინვის საშუალება და მე გადარჩი იმიტომ, რომ მას ვათბობდი და ენერგია ვაძლევდი, რაც უკანვე მიბრუნდებოდა.
სწორედ ეს არის ამ სამყაროში გადარჩენის საიდუმლო… როდესაც სხვების გულებს ათბობთ, მაშინ საკუთარ თავს გაათბობთ. როდესაც თქვენ მხარს უჭერთ, აძლიერებთ და შთააგონებთ სხვებს, მაშინ ასევე იღებთ მხარდაჭერას, ენერგიას და შთაგონებას თქვენს ცხოვრებაში.
წყარო: საოცარი