fbpx

5 ნაბიჯი ნამდვილი ლიდერობისკენ

ავტორი ჟოლო
1341 ნახვა
0 კომენტარი
2

წარმატებას 85%-ით განსაზღვრავს ეფექტური ურთიერთობის უნარი. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაღწევთ ცხოვრებაში, გარკვეულწილად ადამიანებთანაა დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენი წარმატების, მიღწევებისა და ბედნიერების 85%-ს.

სწორედ ურთიერთობის ხარისხზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრებისა და მისი მრავალფეროვნების ხარისხი.
საბედენიეროდ ამ უნარის შეძენა შესაძლებელია.

როგორც ბრაიან ტრეისი აცხადებს: თუ გსურთ, გახდეთ დიდი ლიდერი, საჭიროა იყოთ ურთიერთობების ვირტუოზი, ხოლო ურთიერთობების ვირტუოზობა ადამიანებთან ეფექტურ ურთიერთობას მოითხოვს.

ადამიანებთან ურთიერთობისას თქვენს წინაშე დგას 5 მიზანი:

1. თქვენ უნდა მოიპოვოთ სიყვარული და პატივისცემა, რაც ზრდის თვითშეფასებას და ადამიანებს უჩენს სურვილს, მოგისმინონ და არ მოახდინონ თქვენი იგნორირება.

2. მნიშვნელოვანია დაიმსახუროთ, რომ ადამიანებმა მიიღონ და აღიარონ თქვენი ფასეულობები, რათა ამით გაზარდოთ საკუთარი თავის პატივისცემა და მისცეთ ადამიანებს მიზეზი ანგარიში გაგიწიონ.

3. უნდა ისწავლოთ ადამიანების მოტივირება და შთაგონება, რათა მარტივად შეძლოთ თქვენი იდეების, პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვა.

4. უნდა ისწავლოთ ადამიანების დარწმუნება, რათა შეგეძლოთ მათი დესტრუქციული რწმუნებულებებისა და სტერეოტიპული აზრების, პოზიტიური და ეფექტური გადაწყვეტილებებით შეცვლა.

5. საერთო ჯამში, თქვენ მოგიწევთ პერსონალური ძალისა და გავლენის მოპოვება, როგორც პირად, ასევე, საქმიან ურთიერთობებში.

ასეთია ლიდერობისა და დიდი წარმატებისკენ მიმავალი გზა.

თქვენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT

წყაროBusiness Inteleqtika

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი