fbpx

“სწორედ მისი პოვნაა ცხოვრების უდიდესი სიხარული”…

ავტორი ჟოლო
198 ნახვა

მედიტაცია არის იმის გაცნობიერება, რომ თქვენ არ ხართ გონება. როდესაც უფრო და უფრო ღრმად გააცნობიერებთ ამას, ნელ-ნელა დადგება სიჩუმის, ცარიელი სივრცის, გამჭვირვალობის მომენტები. მომენტები, როდესაც არაფერი აღიძვრება თქვენში და ყველაფერი მშვიდია. ამ სიმშვიდის დროს გაიგებთ ვინ ხართ და განჭვრეტთ არსებობის იდუმალების არსს. 

გონება არ არის ის, რაც არსობრივია ადამიანისათვის. ის ვერასდროს გახდება თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა. მედიტაცია კი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც დავკარგეთ.

ის დაკარგული სამოთხეა, რომლის უკან დაბრუნებაც შეგვიძლია.

ჩახედეთ თვალებში პატარა ბავშვს, ჩახედეთ და დაინახავთ უძირო სიჩუმეს, უცოდველობას. ყველა ბავშვი მედიტაციური მდგომარეობიდან მოდის, მაგრამ ის საზოგადოების წევრად იზრდება – მას ასწავლეს როგორ იფიქროს, როგორ გამოთვალოს, როგორ იაზროვნოს, როგორ იკამათოს. მან უნდა იფიქროს სიტყვებით, ენის საშუალებით განახორციელოს აზროვნების აქტი. იფიქროს კონცეპტებით და თანდათან ის კარგავს კავშირს მის მიამიტობასთან, ბავშვურობასთან. ხდება საზოგადოებით ინფიცირებული…

ამის გამოსასწორებლად დაკარგული სამოთხის დაბრუნებაა საჭირო. თქვენ ამ ადგილს ადრეც იცნობდით, ამიტომ როდესაც პირველად შეხვალთ მედიტაციურ მდგომარეობაში გაკვირვებული დარჩებით – დაგრჩებათ მშვენიერი გრძნობა იმისა, რომ მას უკვე იცნობდით და ეს განცდები ნამდვილია.

თქვენ მართლაც იცნობდით მას, მაგრამ დაგავიწყდათ. ბრილიანტი ნაგვის გროვაში დაიკარგა, მაგრამ თუ მოძებნით, ისევ შეძლებთ მის პოვნას, რადგან ის თქვენია და სწორედ მისი პოვნაა ცხოვრების უდიდესი სიხარული.

ოშო 

ნარინჯისფერი წიგნი

LD მედიტაციის ცენტრი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment