fbpx

11 მაისს გიორგი შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

ავტორი ნინო გონგაძე
26 ნახვა

ქართველ კინორეჟისორს და საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი შენგელაიას 11 მაისს 79 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამავე დღეს 20:00 საათზე, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და  თბილისის მერიის მხარდაჭერით, კინოთეატრ ,,რუსთაველის’’ წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

გიორგი შენგელაია არის რეჟისორი ფილმებისა: ,,ალავერდობა’’, ,,ფიროსმანი’’, ,,სიყვარული ყველას უნდა’’, ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა’’, ,,მიდიოდა მატარებელი”,”მაცი ხვიტია”,”სიყვარული ვენახში”, “ვერის უბნის მელოდიები” და სხვა. იყო კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მსახიობი.

გიორგი შენგელაიას მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი, ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი “დრაკონი” და ფიპრეისის დიპლომი, ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“, დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია, აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია, ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი, კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვა პრიზები. 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment