fbpx

გურამ წიბახაშვილი ფოტო გამოფენას გარდაცვლილ დას უძღვნის

ავტორი ნინო გონგაძე
87 ნახვა

“და” ამ სახელწოდების გამოფენამ ერთი ქალის ისტორია გააცოცხლა. ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა ექსპოზიცია საკუთარ დას მიუძღვნა. გამოფენა საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, შეგროვილი თანხა ინკლუზიური თეატრის განვითარებას მოხმარდება. ფოტო გამოფენა ევროპის სახლში ოცდაერთ აპრილს გაიხსნება და ერთ კვირას გაგრძელდება.

გურამ წიბახაშვილი: მე გამოფენა იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ის ჩემი და იყო. ის იყო განსაკუთრებული ადამიანი, მას დაუნის სინდრომი ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დავიწყე ფოტოების დათვალიერება საოჯახო ალბომში, ბევრი ჩემი გადაღებული იყო, მივხვდი, რომ ამ ფოტო მასალით ერთი ისტორიის გამოფენა შეიძლებოდა. თუ ამ ნამუშევრებიდან რაღაც ნაწილი გაიყიდება, ის თანხა მოხმარდება თეატრს, სადაც სპექტაკლში თამაშობენ ჩემი დის მსგავსი ადამიანები.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment