32
დღეს, საღამოს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ხალხური სიმღერების ანსამბლი “ბასიანი” სოლო კონცერტს გამართავს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე სრულიად განახლებული პროგრამით წარსდგება. კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები. საღამოზე ასევე გაიმართება “ბასიანის” აუდიო ალბომის პრეზენტაცია, რომელშიც შევა ორმოცამდე სიმღერა_საგალობელი. ეს ანსამბლის მეათე ალბომია. “ბასიანს” ჩაწერილი აქვს სამასამდე ხალხური სიმღერა და ტრადიციული საგალობელი. ალბომი ჩაიწერა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.