45
თბილისის ბოტანიკურ ბაღში დღეს ფოტო გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბაღში გადაღებული სამოცდაათამდე ფოტო მასალა, რომელიც სიყვარულის თემაზე გადაიღო მოყვარულმა და პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა. მონაწილეები ბოტანიკური ბაღის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად იქნენ შერჩეული. გამოფენაზე გამარჯვებული ფოტოს ავტორები დასახელდებიან და მათ სხვადასხვა კომპანიები პრიზებს გადასცემენ. გამოფენის ფარგლებში ჩვიდმეტ აპრილს პოეზიის საღამო გაიმართება. ამგვარად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს ბოტანიკურ ბაღში დღეს, შაბათს და კვირას, დაათვალიეროს გამოფენა და დატკბეს უმშვენიერესი ბუნებით.