გუშინ, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში, მხატვრის ას თხუთმეტი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. საღამო ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. “ელენე ახვლედიანი დღეს”, ასე ერქვა საღამოს, რომელიც ფოტო გამოფენებსა და ოთარ მაღრაძის მუსიკალურ გაფორმებას აერთიანებდა. საღამოში ვირსალაძის ხელოვნების სკოლა მონაწილეობდა. გალერეაში გამოფენილი იყო ფოტოები, რომლებზეც ის ადგილები იყო აღბეჭდილი, რომელიც მხატვარს უყვარდა, სადაც დადიოდა, სადაც ხატავდა, ბავშვებმა ეს ისტორია ფოტოებზე გააცოცხლეს. ცნობილია, რომ ელენე ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, მათ გამოფენას საკუთარ სახელოსნოში აწყობდა ხოლმე. ღონისძიებაზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი მხატვარი და მისი შემოქმედება. 1975 წელს, ელენე ახვლედიანი იყო პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.ის მოულოდნელად გარდაიცვალა მაშინ, როცა უკვე პოპულარობის ზენიტში იყო. სააღდგომო გამოფენისთვის მხატვრის გალერეის კარი კვლავ გაიღება.
ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში მისი იუბილე აღინიშნა
79
წინა სტატია