ცხოვრებაში ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ. შეიძლება მოხდეს ისეთი სიურპრიზები,
გაუთვალისწინებელი შემთხვევები და კატასტროფებიც კი, რომლებისთვისაც არც
ფიზიკურად და არც სულიერად მზად არ ვიქნებით. სწორედ ამიტომ ნებისმიერი
სიურპრიზი შეიძლება იქცეს სტრესად.
ამავე დროს არსებობს უამრავი რამ, რისი წინასწარ განსაზღვრაც და კონტროლირებაც
შეგვიძლია. ამიტომაც ვართ ადამიანები მიდრეკილნი იმისკენ, რომ მუდმივად
გამოვიმუშაოვოთ გარკვეული ცხოვრებისეული ჩვევები და ქცევის მოდელები.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიდიხართ ქუჩაში და მოულოდნელად დაიწყო თავსხმა წვიმა.
მთელი ძალითაც რომ გაიქცეთ, მინიმუმ ხუთი წუთი მაინც დაგჭირდებათ მიზნამდე
მისასვლელად.
ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო 4 ქმედებიდან, რომელს აირჩევდით?
- „მოვძებნი რაიმე შენობას, ხეს ან სხვა საშუალებას გადასაწვიმებლად და დაველოდები წვიმის გადაღებას.“
- „მე არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმა, ამიტომ არ გავჩერდები და გავაგრძელებ გზას ჩქარი ნაბიჯებით“
- „გავიხედ–გამოვიხედავ, ხომ არ არის ახლომახლო ვინმე ქოლგიანი, რომ მას შევეფარო, ან მაღაზია, რომ ვიყიდო ქოლგა და გავაგრძელო გზა.“
- „მე ყოველთვის თან მაქვს ქოლგა, ასე რომ უბრალოდ გავშლი მას და გავაგრძელებ გზას.“
გასაღები ტესტისთვის „თავსხმა წვიმაში მოყოლილი“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
თავსხმა წვიმა არის გაუთვალისწინებელი და არაკონტროლირებადი ძალების სიმბოლო.
თქვენი პასუხი ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ იქცევით (ან მოიქცევით) მაშინ,
როცა თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს (ან მეგობარს) შორის წარმოიქმნება
კონფლიქტი.
1.„მოვძებნი რაიმე შენობას, ხეს ან სხვა საშუალებას გადასაწვიმებლად და დაველოდები
წვიმის გადაღებას.“
თქვენ ეკუთვნით ადამიანთა იმ ტიპს, რომელსაც ურჩევნია კონფლიქტის დროს დაელოდოს,
სანამ მეორე მხარე არ დაწყნარდება.
თქვენ ადამიანს აძლევთ საშუალებას იყვიროს და იბობოქროს მანამდე, სანამ ბოლომდე არ
გამოუშვებს ორთქლს და შემდეგ მშვიდად და ობიექტურად აყალიბებთ თქვენს
შეხედულებებს წარმოქნმილ სიტუაციაზე.
ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს ჭკვიანური მიდგომაა, ზოგმა კი შეიძლება ამას სიმხდალე
უწოდოს, მაგრამ ფაქტია რომ თქვენ ასე გირჩევნიათ.
2.„მე არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმა, ამიტომ არ გავჩერდები და გავაგრძელებ
გზას ჩქარი ნაბიჯებით“
თქვენ გაინტერესებთ არა იმდენად კონფლიქტის საბოლოო შედეგი, რამდენადაც
შესაძლებლობა იმისა, რომ ღიად გამოხატოთ თქვენი აზრი. თქვენ დარწმუნებული ხართ,
რომ მართალი ხართ და აზრი არა აქვს კამათს.
კომპრომისის კონცეფცია არ შედის თქვენს აქტივებში. თუ თქვენი ოპონენტი ბრაზობს, თქვენ
ბრაზობთ უფრო მეტად. თუ ის იწყებს ყვირილს, თქვენ ღრიალებთ. გამომდინარე აქედან
თქვენთან კამათი არც თუ ისე მხიარული გასართობია… თუმცა ის მაინც ყოველთვის
ნათელია, თუ რა პოზიცია გიკავიათ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
3.„გავიხედ–გამოვიხედავ, ხომ არ არის ახლომახლო ვინმე ქოლგიანი, რომ მას შევეფარო, ან
მაღაზია, რომ ვიყოდო ქოლგა და გავაგრძელო გზა.“
თქვენ არ გიყვართ კონფლიქტები და კონფრონტაცია, ამიტომ ყოველთვის, როგორც კი
კამათი წარმოქმნება, ცდილობთ მაშინვე განმუხტოთ სიტუაცია და დაამშვიდოთ ოპონენტი.
სამწუხაროდ, ხშირად ეს კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. შეიძლება საჭიროა, რომ თქვენ
ერთხელ მაინც დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და გაუძლოთ ქარიშხლის შემოტევას.
4.„მე ყოველთვის თან მაქვს ქოლგა, ასე რომ უბრალოდ გავშლი მას და გავაგრძელებ გზას.“
თქვენ ფიქრობთ, რომ გაქვთ პასუხი ყველა კითხვაზე და შეგიძლიათ თავის მართლება
ნებისმიერ სიტუაციაში. შეიძლება კამათი თქვენთვის არის მორიგი შესაძლებლობა კიდევ
უფრო დახვეწოთ თქვენი ორატორული უნარები, მაგრამ სხვების თვალში ეს ყველაფერი
სიყალბედ და არაგულწრფელობად აღიქმება… თუმცა თქვენ ალბათ ამ შემთხვევისთვისაც
მოგეძებნებათ დამაჯერებელი ახსნა.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ