fbpx

„თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს“ – თამარ საგინაშვილი

ავტორი ჟოლო
3,532 ნახვა

თუ გსურთ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და მადლიანი აუცილებლად მიჰყევით თამარ საგინაშვილის რჩევას… ეს თითქოსდა ელემენტარული „ტექნიკა“ დიდ ძალებს შეგმატებთ, მთავარია ირწმუნოთ, არ დაიზაროთ და გააკეთოთ.

თამარ საგინაშვილი: „ძილის წინ გაიხსენეთ ყველა ადამიანი, ვინც შეგხვდათ დღეს, ან ვისაც ესაუბრეთ, ან ვისზეც რაიმე გაიგეთ.

განსაკუთრებით ისინი, ვინც რაიმე დისკომფორტი შეგიქმნათ, ან ნეგატიური გრძნობები გამოიწვია.

გაიხსენეთ სათითაოდ და უთხარით ყველას მადლობა. თუ მიხვდით, რისთვის მოვიდა ეს თქვენს ცხოვრებაში, ხომ კარგი, თუ არადა ისე, უბრალოდ უთხარით მადლობა.

ამით თქვენ გაჭრით იმ ნეგატიურ ენერგეტიკულ კავშირს, რომელიც ყოველთვის მყარდება, როცა ვინმეზე ემოციით ვფიქრობთ.

ფაქტობრივად, თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს. ძალას ართმევთ.

და თუ უნდა დაგეძინათ ამ ნეგატივის თანხლებით და მას კიდევ უნდა ემუშავა თქვენს წინააღმდეგ მთელი ძილის განმავლობაში, ახლა თქვენ დაიძინებთ მადლიერების ემოციით და ამ დღიდან მიიღებთ რესურსს და არა ნეგატივს.“

ELPOT • თამარ საგინაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment