96
როცა გადაწყვეტ იარო სინათლისკენ, ყველაზე მეტად მაშინ შეგაშინებს სიბნელე;
გათენება დაღამება გეგონება და აისი — დაისად მოგეჩვენება;
შიში შეგიბორკავს ფეხებს და სხეული შენი ქვასავით მძიმე გახდება.
მიუხედავად შიშისა, შენ უნდა აფრინდე…
აფრინდე და გაფრინდე სინათლისკენ,
როცა ფრენას ვეღარ შეძლებ, უნდა ირბინო,
როცა სირბილს ვეღარ შეძლებ — უნდა იარო,
როცა სიარულს ვეღარ შეძლებ — უნდა იხოხო.
და ბოლოს მიაღწევ სინათლეს და შეხვალ სინათლეში.
არსებობს სინათლეში გასვლის მეორე გზაც — აავსო შენი გული იმის რწმენით, მთელი შენი სხეული გააჯერო იმის ურყევი რწმენით, რომ სინათლე თვითონ მოვა შენთან.
და ეს ასეც იქნება — სინათლე მოვა შენთან და შემოვა შენში.
წახვიდე სინათლისკენ თუ მოიყვანო სინათლე შენთან, თვითონ გადაწყვიტე.
ავტორი: რამაზ გიგაური