„ვერ ვიჯერებ! როგორ შემეძლო ჩამედინა ასეთი სისულელე!“ ჩვენ ხშირად წარმოვთქვამთ
მსგავს სიტყვებს. ადამიანებს ახასიათებთ ხშირად ისეთი რამეების ჩადენა, რაც მერე
თვითონაც უკვირთ.
არავინ არაა სრულყოფილი, გაიხსენეთ ეს შემდეგში, როცა შეგიპყრობთ ცდუნება დასცინოთ
სხვებს. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს თქვენც მიხვიდეთ სამსახურში სხვადასხვა წინდებით.
თქვენ მიდიხართ ქუჩაში, ჩაფიქრებული და მოულოდნელად ეჯახებით სანაგვე ყუთს. ყუთი
წაიქცა. რა გადმოვარდა იქიდან?
- არაფერი – ყუთი ცარიელია.
- ყუთიდან გადმოიყრება სხვადასხვა სახის უამრავი ნაგავი.
- ვაშლის ნარჩენები, ქათმის გაღრღნილი ძვლები და ა.შ.
- კარგად შეხვეული შავი პლასტიკატის სანაგვე ტომარა.
გასაღები ტესტისთვის „თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი ხართ“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
დაბნეულობით თქვენ წააქციეთ სანაგვე ყუთი, რის შედეგადაც ყველაფერი, რაც შიგნით იყო
დამალული, გადმოიყარა გარეთ, მთელი ქვეყნის დასანახად.
თქვენი წარმოდგენა იმაზე, თუ რა გადმოიყრება სანაგვე ყუთიდან, ხსნის იმ საგნებს თქვენში,
რის დამალვასაც ცდილობთ სხვებისგან.
1.არაფერი – ყუთი ცარიელია.
ისინი, ვინც მსგავს პასუხს იძლევიან, ცდილობენ იცხოვრონ ტრაბახის გარეშე და ცდილობენ
არ ჩანდნენ საზოგადოებაში. რასაც ხედავ–ის გაგაჩნია. სწორედ ეს უბრალოება ანიჭებს მათ
მომხიბვლელობას.
2.ყუთიდან გადმოიყრება სხვადასხვა სახის უამრავი ნაგავი.
ისინი, ვინც მსგავსი პასუხი გასცა, სხვების თვალში შეიძლება ჩანდნენ, როგორც პირდაპირი
და გულწრფელი ადამიანები, თუმცა სინამდვილეში მათში არის დაგროვილი უამრავი
გამოუხატავი გრძნობა. გარეგნულად ეს გრძნობები ვლინდება როგორც საერთო
დაუკმაყოფილებლობა. მაგრამ მოდით, კარგად დაფიქრდით და გაიხსენეთ: ხშირად იყო
ისეთი მომენტები, როცა თქვენ თავს იკავებდით არ გეთქვათ ის, რასაც სინადვილეში
გრძნობდით?
3.ვაშლის ნარჩენები, ქათმის გაღრღნილი ძვლები და ა.შ.
ადამიანები, რომლებმაც წარმოიდგინეს საკვების ნარჩებნების გროვა, საკუთარ თავში კლავენ
მადას და ჭამის სურვილს.
შეიძლება თქვენ დიეტაზე ხართ. ან ცდილობთ ეკონომიის გაკეთებას კვების ხარჯების
შემცირებით. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ის თქვენ ძვირი გიჯდებათ. არ არის
აუცილებელი უკიდურესობებში ჩავარდნა. სავსებით შესაძლებელია, რომ მეგობრებთან
ერთად რესტორანში გატარებული საღამო თქვენთვის ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს.
4.კარგად შეხვეული შავი პლასტიკატის სანაგვე ტომარა.
ადამიანები, რომლებმაც ასე უპასუხეს, ფლობენ ძლიერ თვითკონტროლს. შეიძლება
ზედმეტად ძლიერსაც.
თქვენ ვერ იტანთ თქვენი სისუსტის ჩვენებას ან წუწუნს. თქვენი სიამაყე არ გაძლევთ ამის
საშუალებას.
მაგრამ მისცეთ საშუალება სხვებსაც, გაიგონ რაც გრძნობთ, სულაც არ არის სისუსტის ნიშანი.
მოუშვით თოკები, რომლითაც შეკრულია ტომარა და შეუშვით მასში ცოტა ჰაერი, მანამ,
სანამ ნაგავი მთლად არ დალპა და არ აყროლდა.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ