fbpx

“თუ გაწუხებთ შფოთვა, ეჭვიანობა, დეპრესია“ – ანიტა მორჯანი

ავტორი ჟოლო
4.7K ნახვა

იმ დღეს ვისმენდი ანიტა მორჯანის ინტერვიუს, რომელიც კლინიკური სიკვდილის შემდეგ ორ კვირაში განიკურნა სიმსივნის ბოლოს სტადიისგან და მინდა გაგიზიაროთ მისი რამდენიმე ფრაზა…

საკუთარი თავის სიყვარული არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი სხეულის მოვლას, რადგან ამას ისინიც აკეთებენ, ვისაც ეს მდგომარეობა არ გამოუცდიათ. თუმცა საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნა ცალსახად კარგია.

 საკუთარი თავის სიყვარული არის იმის გაცნობიერება, რომ შენი არსება მეტია, ვიდრე შენი ფიზიკური სხეული

თუ გაწუხებთ შფოთვა, ეჭვიანობა, შური და დეპრესია ამის საფუძველი შიშია – შიში რომ არ ხარ საკმარისად კარგი – ე.ი გაკლია საკუთარი თავის სიყვარული

თუ გაქვს შფოთვითი შემოტევები და ფიქრობ რომ რაღაც უნდა გააკეთო, რაიმე უნდა მოიმოქმედო, რომ რაღაცას ვერ ასწრებ, რაღაც ასპექტები უკეთ უნდა შეისწავლო, ქმედებები განახორციელო – შეაბრუნე საკითხი და საკუთარ თავს ჰკითხე – რა არ უნდა გავაკეთო? რა მოქმედებები მიშლიან ხელს ცხოვრებაში? როგორი ურთიერთობები მაქვს, რომელიც არ მანიჭებს კმაყოფილებას? რა ვალდებულებები ავიღე? რაზე ვთქვი დიახ, როცა არას თქმა მინდოდა?

ჩამოწერე რამდენიმე ქმედება, რომელიც ცხოვრებიდან უნდა ამოიღო – მაგ: ახალი ამბების ყურება, ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა და ა.შ და შფოთვა გაივლის…

🙏 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment