fbpx

თუ თქვენ ახლოს ხართ თქვენს მიზნებთან და არაფერი არ გამოდის უბრალოდ გადადგით პირველი ნაბიჯი!!!

ავტორი ჟოლო
3K ნახვა

მე არ ვიცი თქვენ რა ოცნება გაქვთ. მე არ მადარდებს რამდენი იმედგაცრუება შეგხვდათ, სანამ მანამდე მიხვიდოდით. მაგრამ ოცნება რომელიც თქვენს თავშია, შესაძლოა რეალობად იქცეს. 

რამდენიმე თქვენგანმა უკვე იცით, რომ ეს ძნელია. ეს არ არის ადვილი. ცხოვრების შეცვლა ყოველთვის რთულია. სანამ თქვენს ოცნებამდე მიაღწევთ, თქვენ იმედგაცრუებას გემოს ბევრჯერ გაუგებთ.

იქნება ბევრი მარცხი და ბევრი ტკივილი.

იქნება მომენტები, როდესაც თქვენს თავში ეჭვი შეგეპარებათ. თქვენ იტყვით: ღმერთო რატომ? რატომ დამემართა ეს მე? მე უბრალოდ ვცდილობ ვიზრუნო შვილებსა და დედაზე. მე არ ვცდილობ მოვიპარო ან გავძარცვო ვინმე. როგორ შეიძლებოდა მე დამმართნოდა ეს? ყველა ვინც კი სირთულეს განიცდით, არ დათმოთ თქვენი ოცნება!!!

რთული პერიოდი მოდის ხოლმე, მაგრამ მოდის არა იმიტომ რომ დარჩეს, არამედ იმიტომ რომ წავიდეს.

სიდიადე ის შესანიშნავი, ილუზიური და ღვთაებრივი რამ კი არ არის, რომელსაც მხოლოდ რჩეული ადამიანი გაუსინჯავს გემოს, არამედ იგი ნამდვილად არსებობს, ყველა ჩვენგანში. ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის რომ ირწმუნო – შენ ხარ ის ერთადერთი!

ადამიანების უმეტესობა უვლის ოჯახს, მუშაობს შემოსავლისთვის და ბოლოს კვდება. ისინი აღარ ‘’იზრდებიან,’’  აღარ მუშაობენ საკუთარ თავზე, ისინი არ აძლევენ საკუთარ თავს ბიძგს. ბევრ ადამიანს უყვარს წუწუნი, მაგრამ მათ არ სურთ რაიმე შეცვალონ და უმრავლესობა არ მუშაობს იმისათვის, რომ  საკუთარი ოცნება ახდეს, რატომ? პირველ რიგში შიშის გამო, წარუმატებლობის შიშის. ‘’იქნებ არ გამომივიდეს?’’ და გამარჯვების შიში. ‘’იქნებ გამოვიდეს მაგრამ რომ ვერ გავუმკლავდე?’’ადამიანებს არ უყვართ გარისკვა.

თქვენ იმდენი დრო დახარჯეთ სხვა ადამიანებზე, იმდენი დრო დახარჯეთ, რომ ადამიანებს თავი მოაწონოთ, რომ სხვა ადამიანებს უკეთესად იცნობთ ვიდრე საკუთარ თავს. თქვენ სწავლობდით მათ, თქვენ იცნობდით მათ, გინდათ იცხოვროთ ისე როგორც ისინი, გინდათ იყოთ როგორც ისინი. და იცით რა? იმდენი დრო შესწირეთ მათ, თქვენ არც კი იცით სინამდვილეში ვინ ხართ თქვენ. მე მოგიწოდებთ რომ დრო დახარჯოთ მხოლოდ საკუთარ თავზე. უნდა გამორიცხოთ ყველა დამარცხებული საკუთარი ცხოვრებიდან თუ გინდათ რომ, ოცნებით იცხოვროთ.

ის ადამიანები რომლებიც ოცნებისკენ მიილტვიან, სხვაგვარად ფიქრობენ და როდესაც თქვენ ხდებით ‘’ის ადამიანი’’ თქვენ იწყებთ საკუთარი თავის განცალკევებას სხვა ადამიანებისგან. თქვენ იწყებთ უნიკალურის შეგრძნებას.

მანამდე სანამ თქვენ სხვა ადამიანების გზას გაუყვებით და მანამდე სანამ თქვენ სხვას მიბაძავთ თქვენ ვერასოდეს გახდებით მსოფლიოში საუკეთესო მიმბაძველი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ იმაზე უკეთესი ვიდრე ხართ.

მე მოგიწოდებთ  რომ იპოვოთ საკუთარი ადგილი. ყველა ვერ დაინახავს ამას, ბევრი არ შემოგიერთდებათ, ყველას არ ექნება ხილვა. თქვენ უნდა იცოდეთ რომ თქვენ ხართ ‘’იშვიათი ჯიშის’’ აუცილებელია გარშემო ისეთი ხალხი გყავდეთ და ბიზნესში ისეთ გარემოცვაში იყოთ, ვისაც შია!!! ადამიანები, რომლებსაც ვერ გააჩერებთ და რომლებიც არ არიან სულელები. ადამიანები რომლებსაც არ უნდათ ბანალური ცხოვრებით ცხოვრება და სწადიათ მეტი!

ადამიანები, რომლებიც საკუთარი ოცნებისთვის ცხოვრობენ, ესაა გამარჯვებულების ბანაკი! აი ვისთან უნდა იყოთ! ადამიანები რომლებიც საკუთარი ოცნების გულისთვის ცხოვრობენ! ამ ადამიანებმა იციან, რაც ხდება, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

თუ გინდათ იყოთ უფრო წარმატებულნი, თუ გსურთ რომ გქონდეთ ის რაც გინდათ და აკეთოთ რაც თქვენ გინდათ, მე გთხოვთ, რომ იყოთ საკუთარი თავის ინვესტორები.

ვიღაცის აზრი რეალობად არ უნდა აქციოთ. თქვენ არ უნდა იცხოვროთ მსხვერპლის მსგავსად. და მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუება გხვდებათ დაბრკოლებების სახით, თქვენ უნდა იცოდეთ რომ თქვენ შეძლებთ ამას, რომც არავის არ სჯეროდეს თქვენი, თქვენ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის.

ეს ის არ არის რისიც გწამდათ და მზად ხართ თავიც გაწიროთ. მორჩა! არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია ეს, ან რამდენად რთულია ამის მიღწევა. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს. 

მინდა წარმოგიდგინოთ იდეა, მინდა წარმოგიდგინოთ შესაძლებლობა: თქვენ გსურთ გადახვიდეთ ახალ ეტაპზე ‘’მე მინდა ვიყო მრჩეველი, მე მინდა ვიყო ინჟინერი, მე მინდა ვიყო ექიმი’’ მომისმინეთ: – თქვენ არ შეგიძლიათ მოხვდეთ ამ ეტაპზე, თქვენ ვერ მოხვდებით ამ ეტაპზე მანამ, სანამ არ იქნებით საკუთარი თავის ინვესტორები.

თქვენ არ კითხულობთ წიგნებს. მე მოგიწოდებთ, რომ კონფერენციებზეც იაროთ. მე მოვითხოვ თქვენგან ბევრ ინვესტიციას.

მე მოვითხოვ თქვენგან, რომ იყოთ მარტო!

მე მოვითხოვ თქვენგან, რომ დათმოთ ერთი საათი რომ შეიცნოთ საკუთარი თავი!

როდესაც თქვენ გახდებით ის, ვინც გსურთ რომ გახდეთ, როდესაც თქვენ გახდებით იმ დანიშნულების ადამიანი, რომელიც დაბადებისთანავე გერგოთ, როდესაც თქვენ გახდებით ინდივიდი – აი რას იზამთ შემდეგ: თქვენ დაიწყებთ სხვა ადამიანებისგან განცალკევებას. მე მოგიწოდებთ დამკვიდრდეთ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ მოსწონხართ, ან არ გაწუხებენ არაფრით.

რატომ? იმიტომ რომ თქვენ არ გეხებათ ის რაც მათ აბედნიერებს. რადგან თქვენ ‘’აფეთქებისა’’ და შემდეგ ეტაპზე გადასვლის მცდელობაში ხართ. მე მინდა, რომ თქვენ, თქვენივე ფიქრის ინვესტორები გახდეთ.

თუ თქვენ თქვენსავე ოცნებასთან ახლოს ხართ, თუ თქვენ ახლოს ხართ თქვენს მიზნებთან და არაფერი არ გამოდის უბრალოდ გადადგით პირველი ნაბიჯი!!!

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საამაყო თქვენი მშობლებისთვის! თქვენ შეგიძლიათ გახდეთ თქვენივე სკოლის საამაყო. თქვენ შეგიძლიათ მილიონი ადამიანის ცხოვრებას შეეხოთ და სამყარო აღარ იქნება იგივე. იმიტომ რომ თქვენ აქ მოხვედით! რავის მისცეთ უფლება ოცნება მოგპარონ!!!

მას შემდეგ რაც, უარს ვიღებთ, იმედგაცრუებულნი ვართ ან გვაქვს შეხვედრა, რომელსაც არავინ ესწრება ან ვიღაცამ გითხრათ: ‘’შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს’’ და არ მოვიდა დასახმარებლად, არავის არ სჯერა შენი და შენ ეცემი, ეცემი და ისევ ეცემი! და გვირაბის ბოლოშიც სინათლე მკრთალდება, მაგრამ შენ მაინც შენი ოცნების გზაზე ხარ, უყურებ მას ყოველდღე და ეუბნები საკუთარ თავს: ბრძოლა მანამ არ დამთავრდება, სანამ მე არ გავიმარჯვებ!

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი ოცნება!!!

წყარო:youtube.com

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment