ხშირად ვიღებ შემდეგი ხასიათის კითხვებს:
როგორ ვიშოვო ფული?
რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ სწრაფად ვიშოვო ფული?
ერთხელ, ერთ-ერთი ტრენინგის ბოლოს, ასეთი კითხვაც კი დამისვეს: “გიორგი, მე ძალიან მჭირდება ფული და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად… ძალიან გთხოვ მირჩიე, როგორ მოვიქცე?”
სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მსგავსი ხასიათის კითხვებს თითქმის ყოველ დღე ვიღებ.
სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არ არსებობს იმაზე საინტერესო პოსტი, ვიდრე პოსტი, რომელიც პასუხს იძლევა, დღეს ყველაზე გავრცელებულ კითხვაზე: “როგორ ვიშოვო ფული?”.
ამ პოსტის მეშვეობით, მე შევეცდები გაგიზიარო ის ერთი შეხედვით უბრალო პოსტულატები, რომლის ცოდნაც უბრალოდ, აუცილებელია აბსოლუტურად ყველასთვის.
თავიდანვე გაფრთხილებ, რომ თუ გააცნობიერებ “რა არის ფული” – შენ მომენტალურად გაგიქრება მისი საჭიროების განცდა – როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად.
ეს სიმართლეა!
იმიტომ რომ იმის გაცნობიერების შემდეგ, თუ რა არის ფული – შენ შეძლებ მის გაცილებით უფრო იოლად მოზიდვას და მართვას.
ჩვენ დღეს განვიხილავთ 5 ძირითად მიზეზს იმისა, თუ რატომ არ აქვთ ადამიანებს ფული. ყოველი მიზეზის პარალელურად შენ მიიღებ პასუხს – ალტერნატიულ გამოსავალს..
მიზეზი #1 – ფინანსური გაუნათლებლობა.
ადამიანების უდიდესი ნაწილის ფულთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომას წარმოადგენს – ფინანსური გაუნათლებლობა. მათ უბრალოდ არ იციან, როგორ იურთიერთონ ფულთან, იმიტომ რომ მათთვის ეს არავის უსწავლებია. როგორც მოგეხსენება, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ამ საგნებს არ ასწავლიან, ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ, ადამიანების დიდი უმრავლესობა იწყებს სხვაზე მუშაობას და ერთვება რუტინულ ქარბორბალაში, სხვისი ფინანსური მიზნების განხორციელების ხარჯზე შესრულებული საქმით, ფიქსირებული ხელფასის მისაღებად. შესაბამისად, ამ ადამიანებს პარადიგმა შეცვლილი აქვთ და თანაც იმდენად არიან ჩართულები ყოველდღიურ რუტინულ პროცესში, რომ რეალურად დაფიქრებისა და გაანალიზების დროც კი არ რჩებათ. და ასე გადის ცხოვრება…
გამოსავალი? ფინანსური “ვინდოუსის” დაყენება. დღეს, მადლიზა, არის უკვე ამის საშუალება.
მიზეზი #2 – განზოგადებული და დამახინჯებული ინფორმაცია ფულთან დაკავშირებით.
მათ შთააგონეს, რომ – ფული არის რაღაც განძის მსგავსი რამ და ეს განძი მძიმე შრომისა და ძებნის შედეგად უნდა მოიპოვონ… შემდეგ, როგორც კი აღოაჩენენ ამ ოქროს საბადოს, უბრალოდ უნდა მოხიკონ ფული და ხარჯონ თავიანთი მოთხოვნილებებისამებრ.
ეს რომ მართლა ასე იყოს, ძალიან სამწუხარო იქნებოდა, იმიტომ რომ პლანეტაზე უკვე 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ისინი ალბათ უკვე მიაგნებდნენ ყველა ოქროს საბადოს და მე და შენ აღარაფერი დაგვრჩებოდა.
ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ უმრავლესობა ზუსტად ასე თვლის! ეს ძალიან გავრცელებული იდეაა, როდესაც ადამიანები ჩივიან: “მე არ მაქვს ბევრი ფული მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა უკვე იპოვნეს ყველა ოქროს საბადო და მიისაკუთრეს”.
სამწუხაროდ საქართველოში დღემდე ჩარჩენილია საბჭოთა რწმუნებულება-ინფექციები, რომლებიც სპობენ შენს შანსებს წარმატებაზე და გამდიდრებაზე…
ასეთი რწმუნებულებები მრავლადაა, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ასე ჟღარს: “იმისათვის, რომ გამოიმუშაო დიდი ფული, ბევრი და მძიმედ უნდა იშრომო”.
ეს სასტიკად საშიში რწმუნებულებაა. ამ რწმუნებულების მსხვერპლები, გაუცნობიერებლად იტვირთავენ თავს საქმით. თუ მათ მეტის გამომუშავება მოუნდებათ, ისინი მეტ საკეთებელსა და ვალდებულებებს იღებენ საკუთარ თავზე. ისინი იქამდე იტვირთავენ თავს, სანამ მათი სხეული და ნერვული სისტემა მწყობრიდან არ გამოვა.
ყველაზე საინტერესო კი მოგვიანებით იწყება, როცა შემოსავლების გაზრდის რამდენიმე უშედეგო მცდელობა ექნებათ… ამ შემთხვევაში რწმენა ქრება და მოდის სიზარმაცე, აპათია და ავადმყოფობა, რომელთა მკურნალობაც შთანთქავს მათ მიერ გამომუშავებულ ფულებს და ისინი კვლავ იძულებული არიან იმუშაონ…
“იმისათვის, რომ გამოიმუშაო ფული, ბევრი და მძიმედ უნდა იშრომო” – ეს ფინანსური ბლოკი გამომფიტავი შრომისაკენ და სიღარიბისკენ მიაქანებს ადამიანს. ის, როგორც ვირუსი შედის უჯრედებში და სიღარიბის ინფექციით სპობს ადამიანის ცხოვრებას.
სამწუხაროდ ამ ვირუსით ადამიანების დაახლოებით 80%-ია დაავადებული. მიმოიხედე გარშემო, დააკვირდი შენს ნაცნობებს და დაინახავ, თუ რაოდენ ღრმად არის ეს რწმუნებულება ადამიანების ქვეცნობიერში გამჯდარი. ვფიქრობ, თუ შეიტან ცნობიერებას შენს ცხოვრებაში და კარგად დააკვირდები, შენც აღმოაჩენს საკუთარ თავში ამ ვირუსს.
მაგრამ, მოდი ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ, თუ რა არის სინამდვილეში ფული?
პასუხი ამ კითხვაზე თავად ფულის გაჩენის ისტორიაში ძევს… და როგორც ყველაფერ გენიალურს, ამ კითხვასაც ძალიან უბრალო პასუხი აქვს.
აი ისიც: ფული – ეს არის გადაცვლის უნივერსალური საშუალება.
გასაგებია?
ოდესღაც იყო ბარტერი… და ადამიანები ერთ ფასეულობას [ღვინო, ბეწვეული, სამუშაო იარაღი და ა.შ.] ცვლიდნენ მეორე ფასეულობაზე [კვერცხი, რძე, შინაური ცხოველები და სხვა].
ესეიგი, რაც მათ ჰქონდათ უხვად, ცვლიდნენ იმაში, რასაც საჭიროებდნენ.
შემდეგ, ბარტერი გახდა მოუხერხებელი და ძალიან რთული, რის გამოც გადაწყვიტეს შეეტანათ გარკვეული ცვლილებები და ამა თუ იმ საქონლის გასაცვლელად დაენერგათ ერთეულის პირობები. ზუსტად ამ გადაცვლის ერთეულს წარმოადგენს – ფული.
აქ კი იმალება ფულის ყველაზე საოცარი საიდუმლო, რომელიც აბსოლუტურად ყველა მდიდარმა ადამიანმა იცის. სინამდვილეში ეს ძალიან უბრალო რამაა და გაუგებარია, რატომ დაივიწყეს ადამიანებმა, თუ საიდან და რისთვის გამოიგონეს ფული და რისთვის აგრძელებს ის არსებობას დღესაც!
გაინტერესებს გაიგო ფულის საიდუმლო?
მაშინ ყურადღებით, არ გამოგეპაროს. აი ისიც:
ფულის მთავარი საიდუმლო, მის პირდაპირ დანიშნულებაშია!
მე უკვე გითხარი, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის ფული წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულს და ცალკეულს. ისინი ფიქრობენ, რომ ფული არის ისეთი რამ, რაც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და გარკვეული “ფოკუსებისა” და საიდუმლო მაქინაციების შედეგად მოიპოვება. ადამიანების დიდი უმრავლესობა მართლა ასე ფიქრობს. გინდ დაიჯერე, გინდაც გადაამოწმე.
მაგრამ!!! ფული ყოველთვის იყო, არის და დარჩება უბრალო გაცვლის საშუალებად.
ვიღაცა რაღაცას საჭიროებს და ის მზადაა, რომ ეს რაღაცა ფულის სანაცვლოდ შეიძინოს, შენ კი ფლობ იმ რაღაცას, რაც მას სურს და უბრალოდ მიჰყიდი მას, რის სანაცვლოთაც მიიღებ ფულს. შემდეგ, შენც საჭიროებ რაღაცას და მიღებული ფულით მიდიხარ და იძენ ყველაფერ იმას, რასაც საჭიროებ. აი ასეთია ალგორითმი!
ისმის სამართლიანი შეკითხვა: რატომ დასდევენ ადამიანები ფულს ისე, როგორც რაღაც განსაკუთრებულს და რატომ არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ, რომ ფული გაუჩნდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ადამიანებისათვის შექმნიან და შემდეგ მისცემენ, რაიმე საჭიროსა და ფასეულს?
ეს კარგი შეკითხვაა. თუ სიმართლე გაინტერესებს, – ეს მილიონ დოლარიანი შეკითხვაა.
ახლა კი შენ, პირველ რიგში, უნდა გააცნობიერო და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიმახსოვრო შემდეგი აქსიომა:
“შენი შემოსავლები, პირდაპირპროპორციულია იმ ფასეულობისა, რომელსაც ქმნი ბაზრისთვის!”
ანუ, შენ გექნება ზუსტად იმდენი ფული, რამდენადაც შეძლებ ადამიანების გარკვეული რაოდენობისთვის მოთხოვნადი სარგებლის შეთავაზებას!
ფული – ეს არის ადამიანებს შორის უბრალო სარგებლების გაცვლის საშუალება და აბსოლუტური სისულელეა იქონიო იმის იმედი, რომ გექნება ბევრი ფული, თუ არ ფლობ ადამიანებისთვის რაიმე სასარგებლოს, რასაც შეეძლება შენთვის საჭირო თანხების მოზიდვა.
გინდა მერსედესი? რა პრობლემაა…
მერსედესი ძალიან სასარგებლო ნივთია, რომელიც ვიღაც შენნაირმა ადამიანმა შექმნა. ამ ავტომობილს შეუძლია უამრავი სარგებელის მოტანა, კომფორტული გადაადგილებით დაწყებული, პრესტიჟული იმიჯის შექმნით დამთავრებული. მაგრამ თუ გინდა ასეთი სარგებლის მიღება, მაშინ მოგიწევს, ამ ავტომობილის პირდაპირპროპორციულ ხარისხში აყვანილი სარგებელის მოტანა სხვა ადამიანებისთვის… ისინი კი გადაგიხდიან ფულს, რის შედეგედაც შენ შეიძენ ავტომობილ მერსედესს!
შენ არ მოიპარავ ამ ფულს, არც ციდან დაგეცემა თავზე… შენ გამოიმუშავებ მას, ესეიგი იმ სარგებელს, რომელსაც ფლობ შენ და რომელსაც საჭიროებენ სხვა ადამიანები, გადაცვლი ფულზე.
არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ფიქრობენ, რომ შეძლებენ მსუყე და გემრიელი ნაჭრის დაუფლებას. მათ სჯერათ, რომ წარმატება გამართლების ხარჯზე მოდის და კიდევ ათასგვარი მსგავსი სისულელე. კარგად თუ დაუკვირდები დავინახავ, რომ მათ სურთ სრული გაუგებრობიდან, მომენტალურად მიაღწიონ წარმატებას. მათ სურთ გაურკვეველი და საეჭვო გეგმებით, სუპერ მოგების მიღება. სამწუხაროდ, ამ დაავადებით ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული. ისინი ფიქრობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მათ გაუმართლებთ და შეძლებენ დიდი, მსუყე და გემრიელი ნაჭრის დაუფლებას და შემდეგ ამ მსუყე და გემრიელი ნაჭრის წყალობით, შეძლებენ საკუთარი ცხოვრების უზრუნველყოფას.
ეს შეცდომაა! თანაც ძალიან დიდი შეცდომა! იმიტომ რომ ადამიანმა, რომელმაც ვერ გააცნობიერა საკუთარი თავის ფასი, მნიშვნელობა და უნიკალურობა, ადამიანმა რომელმაც ვერ მოიპოვა იმის შესაძლებლობა, რომ ხარისხიანად აწარმოოს და ოპტიმალურად შესთავაზოს თავისი სარგებელი ბაზარს რომელიც ამ სარგებელს საჭიროებს – ესეიგი ის მხოლოდ თუ გააკოტრებს კაპიტალს, თორემ შექმნით, ვერასოდეს შექმნის მას. მსგავსი ფაქტები მილიონობითაა!
მიზეზი #3 – სწრაფად გამდიდრების სურვილი.
მიუხედავად უამრავი სტატიისა, რომლებიც იბეჭდება – ფინანსებზე, ლიდერობაზე, პოზიტიურ აზროვნებაზე, წარმატებული ბიზნესის განვითარებაზე და სხვა, ადამიანებს ქვეცნობიერად მაინც სჯერათ, რომ ფული თანაბარი ფასეულობების გადაცვლის შედეგი კი არა, არამედ, დიდი შემომავალი ნაკადია.
შემომავალი ნაკადი ნიშნავს, – როდესაც შენ რაღაცას იღებ სამყაროსაგან.
გამავალი ნაკადი კი ნიშნავს, – როდესაც შენ რაღაცას აწარმოებ და აძლევ სამყაროს.
შენთვის აუცილებელია შექმნა ისეთი ბალანსი, სადაც იარსებებს გაცემასა და მიღებას შორის მდებარე – სტაბილური ჰარმონია.
მაგალითად, ბილ გეითსმა შექმნა უდიდესი და დღევანდელი დღისთვის ყველაზე მოთხოვნადი გამავალი ნაკადი! მან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ხელმისაწვდომი და მოქნილი ოპერაციული სისტემა. ასევე, მან შექმნა უამრავი სასარგებლო რამ… და რა მიიღო სანაცვლოდ? დიახ, ის არის ყველაზე მდიდარი ადამიანი მთელს პლანეტაზე.
შეუძლებელია მიიღო მუდმივად შემომავალი ფულის ნაკადი, თუ არ შეგიქმნია შენი წარმოების გამავალი ნაკადი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, რას აწარმოებ – პროდუქტებს, მომსახურებას თუ სხვისი პროდუქტების გაყიდვებით ხარ დაკავებული… მთავარია, შენი წარმოება იყოს მოთხოვნადი, უნიკალური, ხარისხიანი და ადამიანების უმრავლესობისათვის მუდამ აქტუალური. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ მიიღო უკუგება ინვესტიციაზე… ანუ, უდიდესი ფინანსური მოგება შემომავალი ნაკადის სახით.
როგორ გგონია, რისთვის მიმართავენ მდიდარი ადამიანები ქველმოქმედებას? ისინი ამ გზით აწონასწორებენ თავიანთ ფინანსურ ნაკადებს!
თუ შენ უბრალოდ მიიღებ დიდ ფულს [დიდი ნაკადის შემოდინება] გამავალი ნაკადის შექმნის გარეშე, ასეთი ფული არასოდეს მოგიტანს არც ბედნიერებას და არც არანაირ სარგებელს. ეს ასე იმიტომ ხდება, რომ შენ უბრალოდ არ შეგიძლია მიიღო სარგებელი სხვისგან, თუ შენის მხრივ არ შესთავაზებ მათ რაიმე სასარგებლოს.
მხოლოდ თანაბარ გაცვლას შეუძლია ემსახუროს მიზეზად წარმატებულ ბიზნესს, წარმატებულ ურთიერთობებს და საერთოდ ყველაფერს, რაც წარმატებასთანაა კავშირში.
ამიტომ, სწრაფად გამდიდრების სისტემები თუ კი არსებობს, ისინი მაინც ვერ აქცევენ ადამიანს – რომელიც ასე გამდიდრდა – წარმატებულად, ბედნიერად, თავისუფლად და რასაც ჰქვია მდიდრად.
ის აუცილებლად ისევე ადვილად გაფლანგავს იმ ფულს, როგორც მოიპოვა. იმიტომ რომ მას არ შეუქმნია თანაბარფასეულობიანი სარგებელის გამავალი ნაკადი, ის არ იყო ჩართული პროცესში შემოქმედებითად და არ მოუტანია სამყაროსთვის არანაირი სარგებელი. ამიტომაც სამყარო არასოდეს უპასუხებს მას სარგებელით. აქ არაფერი გასაკვირი და ზებუნებრივი არ არის, ეს უბრალოდ ბუნების კანონია, რომელზეც არის დაფუძნებული აბსოლუტურად ყველაფერი და რომლის გათვალისწინების გარეშეც არ ხდება არაფერი.
“დასერჩე” ინტერნეტში და ნახავ, თუ როგორ მთავრდება იმ ადამიანების ტრიუმფი, რომლებმაც მოულოდნელად ძალიან დიდი ფული მოიგეს ლატარიაში…
რასაც თესავ და შემდეგ როგორც უვლი მას, იმასვე იმკი. ან რასაც აწარმოებ, როგორც ინარჩუნებ, შემდეგ როგორც ავითარებ და ყიდი, ისე ღებულობ ყველაფერს ფულად!
მიზეზი #4 – ილუზია.
შეუძლიათ თუ არა ინსტრუმენტებს გაგქციონ მდიდრად?
დღეს უკვე თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე – ტელევიზიიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტიდან და საერთოდ, ყველა კომუნიკაციის საშუალებიდან, გვესმის რეკლამები, სადაც აპიარებენ ყოვლისშემძლე ინსტრუმენტებს, როგორებიცაა – სუპერ კოლეჯები, სუპერ კურსები, სუპერ პროგრამები და ა.შ.
ისინი გვპირდებიან, რომ სწრაფად გვაქცევენ მდიდრებად და მთელ ხმაზე გაჰკივიან – შეიძინეთ ჩემგან “ეს” და “ეს” გაგცევთ უმდიდრეს და უბედნიერეს ადამიანად.
არ დამავიწყდება ერთ-ერთი ბანკის რეკლამა, სადაც მათთან აღებული კრედიტი ჩვენი ცხოვრების უდარდელობისა და სრული მატერიალური უზრუნველყოფის გარანტად იქცეოდა.
მოდი გავერკვეთ, შეუძლია თუ არა ინსტრუმენტს ადამიანის გამდიდრება?
ჩემი პასუხია – დიახ, შეუძლია! მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი არის პროფესიონალი და შეძლებს ამ ინსტრუმენტის ბრძნულად გამოყენებას. ანუ, ის ამ ინსტრუმენტის მეშვეობით, ეფექტურად გაავრცელებს სარგებელს, რომელსაც ის აწარმოებს და რომელსაც საჭიროებს ბაზარი.
როგორც ასეთი, თვითონ ინსტრუმენტი არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ დილეტანტის ხელში – ეს იგივეა, რაც მეეზოვეს ხელში მიკროსკოპი.
ასე, რომ ადამიანები, რომლებიც სვამენ მსგავს შეკითხვებს:
როგორ გამოვიმუშაო ფული ამ ინსტრუმენტის მეშვეობით? ან – მე მინდა ფულის შოვნა! ღიირს ამა და ამ პროექტში მონაწილეობის მიღება? ან – ღიირს ამის გამოყენება?
სინამდვილეში ასეთი კითხვების ადრესატებმა, უბრალოდ არ იციან – რა არის ფული!
საქმე რომელიმე სისტემის ან ინსტრუმენტის მუშაობა-არმუშაობაში კი არ არის, არამედ, შენშია. ანუ – “შეგიძლია თუ არა შენ, აწარმოო მოთხოვნადი სარგებელი [შენი გამავალი ნაკადი საზოგადოებაში] და მოახდინო მათი რეალიზება, ამ ინსტრუმენტებისა და სისტემების დახმარებით?”
მსგავს შეკითხვებზე არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი – “გაარკვიე ვისთვის და რა სარგებლის მოტანა შეგიძლია, შემდეგ შექმენი ეს სარგებელი და ინსტრუმენტების დახმარებით დაიწყე მათი ადამიანებზე შეთავაზება და ამ სარგებლის ფულზე გაცვლა!”
მიზეზი #5 – არ იციან თავიანთი ძლიერი მხარეები [გულის საქმე]
რითი და როგორ შეგიძლია იყო სასარგებლო სხვა ადამიანებისთვის?
პასუხი ამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე ორ მიმართულებაში იმალება. უფრო სწორედ იმისათვის, რომ გახდე სხვებისათვის სარგებლის მომტანი ადამიანი, შენ ორი პასუხი უნდა გაგაჩნდეს:
1. შენ ალალად უნდა უპასუხო საკუთარ თავს – რა საქმიანობა მოგწონს. ეს ერთგვარი ბაზაა და ამ ბაზის გარეშე, შენ ვერასოდეს შეძლებ ადამიანებისთვის საჭირო, საკმარისი დონისა და ხარისხის სარგებლის მოტანას გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ შენ ვერ შეძლებ იყო ჭეშმარიტად სასარგებლო იმაში, რაც არ მოგწონს და სიამოვნებას არ განიჭებს.
თუ შეეცდები იყო სასარგებლო იმ სფეროში საითაც გული არ მიგიწევს, ყველაფერი აუცილებლად დიდი იმედგაცრუებით, სტრესებით, დაღლილობით, ტანჯვითა და საბოლოო ჯამში დეპრესიით დამთავრდება. [საიდანაც ავადმყოფობამდე ნახევარი ნაბიჯია].
შენ უნდა გაიხსენო ის, რისი კეთებაც გიყვარს, რაც დიდ სიამოვნებას განიჭებს და რაშიც შეგეძლო სხვებისათვის ისეთი სარგებლის მოტანა, რომ ისინი საუბრობდნენ ყოველივე ამის შესახებ და დიდ მადლიერებას გამოხატავდნენ შენს მიმართ.
2. როდესაც გაიხსენე, შენი საყვარელი საქმიანობის სფერო [ასეთი სფერო შეიძლება რამდენიმე იყოს] შენ უკვე გჭირდება პასუხი შემდეგ კითხვაზე:
“რა სახით შემიძლია ჩემს საყვარელ სფეროში მოღვაწეობით, სარგებელი მოვუტანო ადამიანებს?”
ბევრისთვის ეს შეკითხვა ძალიან მძიმე და გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს. ადამიანები შუბლებს იხეთქავენ ბიზნესისთვის იდეების ძებნაში. ისინი ასე ფიქრობენ”
“მე მჭირდება სუპერ იდეა! და შემდეგ შევძლებ ამ იდეის ადამიანებზე შეთავაზებას!”
არადა მომგებიანი იდეის აღმოჩენაზე ადვილი არაფერია!
ერთადერთი რაც შენ ამ შემთხვევაში უნდა გააკეთო ის არის, რომ უბრალოდ ადგე და ჰკითხო ადამიანებს, თუ რას საჭიროებენ ისინი იმ სფეროში, რომელიც შენ გიყვარს, გაინტერესებს და დიდ სიამოვნებას განიჭებს.
ჩაატარე პატარა გამოძიება მიზნობრივ აუდიტორიასთან და შენ შეძლებ ყოველივე იმის გაგებას, რაც მათ მოთხოვნილებებთან არის დაკავშირებული. ამის შემდეგ კი ისღა დაგრჩება, რომ უბრალოდ ადგე და ხარისხიანი მომსახურებით დააკმაყოფილო მათი მოთხოვნილებები, რაც წინასწარ, გარანტირებულად გეცოდინება, რომ კომერციული წარმატებისათვისაა განწირული, იმიტომ რომ შენ უკვე ზუსტად იცი, რომ – “ეს” უნდათ და სასარგებლოა, აი “ამ” ადამიანებისთვის!
მოდი მოვახდინოთ დღევანდელი პოსტის რეზიუმირება:
1. ფული – ეს არის უბრალო სარგებლების გადაცვლის საშუალება;
2. თუ გსურს გამოიმუშაო დიდი ფული – დიდი რაოდენობის, ხარისხიანი სარგებელი, უნდა შესთავაზო ბევრ ადამიანს;
3. დიდი რაოდენობის, ხარისხიანი სარგებლის მოტანას, შენ შეძლებ მხოლოდ იმ სფეროში, რომელიც გიყვარს, კარგად გამოგდის და დიდ სიამოვნებას განიჭებს;
4. იმისათვის, რომ გაიგო, თუ რა სარგებელი აწარმოო, შენ უბრალოდ უნდა შეეკითხო ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ შენს მიზნობრივ აუდიტორიას და ისინი ყველაფერს დეტალურად გეტყვიან.
P.S. ამის გაცნობიერება და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა, შენ გაქცევს მდიდარ ადამიანად! [მიაქციე ყურადღება – მე ვთქვი გაცნობიერება და დანერგვა და არა წაკითხვა, გაგება ან მოსმენა].
მთავარია ადგე, ნაბიჯი გადადგა და მოხვდე სწორ ადგილას, სადაც დაგეხმარებიან შენი შინაგანი ძალის გამოთავისუფლებაში, რაც ახალ ენერგიას და შედეგებს მოიტანს შენს ცხოვრებაში და ცოტა ხანშივე იგრძნობ, როგორი გემო აქვს თავისუფალ სუნთქვას…
თუ მზად ხარ ამისთვის, სწორედ ის დროა, შემოუერთდე იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც განიცდიან და გრძნობენ იმავეს, რასაც შენ და დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, საკუთარი შინაგანი ძალის გამოსავლენად.
ავტორი: გიორგი თვალაძე