… როდის იწყება წარმატება და ბედნიერება?
… როცა ჩვენ ვართ მადლიერი იმით, რაც გვაქვს დღეს, იმით ვინც გვყავს ჩვენ გარშემო და რაც გაგვაჩნია ახლა, ამ წუთას…
ოღონდ არა ისე ხანდახან, არამედ სისტემატიურად, ყოველ დილას ჩვენ თუ მადლობას შევწირავთ უფალს ჩვენი კარგი შვილებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის, მათი სიყვარულისთვის, კარგი მეორე ნახევრისთვის, კარგი მეგობრებისთვის, კარგი ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის, კარგი გარემოცვისთვის, ნიჭებისთვის, უნარებისთვის, შემოსავლისთვის, ნივთებისთვის, რომელიც მოგვეცა და მოგვეცემა და სხვა მრავალი გახსენდებათ ალბათ, რადგან ყველას ჩვენ ჩვენი უდიდესი მადლიერების სია გვაქვს გულში.
…ასე რომ დავაფასოთ ყველა და ყველაფერი ჩვენ გარშემო გულწრფელად! …
და დავრწმუნდებით, რომ ამ განწყობას საოცარი შედეგები მოაქვს.
…ყოველი თქვენი დღე სავსე იქნება ახალი შესაძლებლობებით და მეტი ბედნიერი წუთებით!
…დაე მთელი ქვეყანა იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი! ეს თქვენი ღვთისგან ბოძებული მადლია!
სიყვარულით მაია ხავთასი