კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვმართოთ ჩვენი ფიქრები და ემოციები.
ნეგატივი ჭაობივითაა, როცა ჩავარდები, გგონია, სხვა გზა არ არის, აუცილებლად იქ უნდა დაიხრჩო. და შიშისგან მაგრად ხუჭავ თვალებს.
არადა, მხოლოდ ის არის საჭირო, თვალი გაახილო და გამოწვდილი ჯოხი დაინახო. თუმცა, მხოლოდ დანახვაც არ კმარა- მაგრად უნდა მოეჭიდო ამ ჯოხს.
თუმცა ესეც არ კმარა. ჯოხს თუ მოეჭიდე და ჭიდაობა და შენსკენ ქაჩვა დაუწყე, ის, ვინც შენს დასახმარებლად გამოაგზავნეს ადრე თუ გვიან, ხელს გაუშვებს ამ ჯოხს. აბა თან ხომ არ ჩაგყვება.
ამიტომ ჯოხს უნდა ჩავეჭიდოთ და მიყვეთ იმას, ვინც გამოგიწოდა.
მე ბევრჯერ გამომიწოდეს ასეთი ჯოხი და მეყო ჭკუა, ჩავჭიდებოდი და მივნდობოდი.
და საუკუნე რომ ვიცოცხლო, მუდამ მადლიერი ვიქნები ამ ადამიანების.
სამწუხაროდ, ზოგჯერ მეც მიწევს გავუშვა ხელი იმ ჯოხს, რომელიც გავუწოდე, ზუსტად ვიცი, მეყოფა ძალა, რომ ამოვიყვანო ის, ვისაც უჭირს.
მაგრამ როცა ის იქით მექაჩება, იძულებულუ ვარ გავუშვა.
ვწუხვარ, მაგრამ ყველა თვითონ ირჩევს ჩაიხრჩოს თუ ამოვიდეს მშრალზე.
ავტორი: თამარ საგინაშვილი