სასიყვარულო ურთიერთობაში კომუნიკაციას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს. თუ ორი მხარე ვერ ამყარებს შესაბამის კომუნიკაციას, დიდი ალბათობით ურთიერთობა წარმატებული ვერ იქნება.
ზოგადად, რაც მეტი საერთო თემა არსებობს, მით მეტია შანსი, რომ ერთმანეთს კარგად გაუგოთ, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე კომუნიკაციის პრობლემის შემთხვევაში სჯობს დაფიქრდეთ.
მოლოდინები – ყველა წყვილს აქვს გარკვეული მოლოდინები ურთიერთობაში. აუცილებელია ერთმანეთს გაუზიაროთ ისინი, რათა ცხოვრება მომავალში უინტერესოდ არ იქცეს მეორე ნახევართან.
ემოციური დამოკიდებულება – ადამიანებს სჭირდებათ ემოციურად ვინმეზე იყვნენ დამოკიდებული, ეს ვინმე კი სწორედ მეორე ნახევარი უნდა იყოს.
ინტიმი – ფიზიკური მიზიდულობა სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი კომპონენტია. ყველაზე მეტად წყვილებს სექსზე საუბარი უჭირთ, რადგან ეს ძალიან პირადულია, თუმცა აუცილებელია ბარიერი ურთიერთობაში არ არსებობდეს.
ძველი ურთიერთობები – გასაგებია, რომ ძველი ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ მისი განხილვა ახალ პარტნიორთან უნდა შეგეძლოთ. თუ ამ თემაზე საუბარი არ შეგიძლიათ ეს ნიშნავს, რომ რაღაც წარსულიდან მაინც შემოგრჩათ.
ფინანსები – სექსის მსგავსად ეს არის თემა, რომელზეც საუბარი წყვილებს უჭირთ. ფინანსების გარეშე არა მხოლოდ ოჯახის, ზოგადად, ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია, ამიტომ აუცილებლად უნდა შეძლოთ ფინანსებთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულებების განხილვა.
ნებისმიერი საკვანძო საკითხი – ბევრ ადამიანს აქვს შიშები ურთიერთობაში, აუცილებლად უნდა გაუზიაროთ ის პარტნიორს, რათა მომავალში არ მოხდეს კონფლიქტი და გაუგებრობა.