ამ სტატიაშია მოცემულია მნიშვნელოვანი ბიზნეს-სტრატეგიები, რომლებსაც მილიარდელები და წარმატებული ადამიანები მარკ კიუბანი და რიჩარდ ბრენსონი გვირჩევენ.
1. თქვენი ბიზნესი მაშინ იქნება წარამტებული, თუ ის მოწოდებული იქნება, რომ რაიმე პრობლემა გადაჭრას.
თუ გსურთ სტაბილური ბიზნესი ააწყოთ, თქვენ საქმეს უნდა შეხედოთ პოზიციიდან “პრობლემა-გადაჭრა”. ყველაზე წარმატებული კომპანიები ყოველთვის საკუთარი კლიენტების რეალურ მოთხოვნილებებს ითვალისწინებენ და მათ პრობლემების გადაწყვეტას სთავაზობენ.
“ინოვაცია” — ეს მოცემული პრობლემის ახლებური გადაწყვეტაა, რომელიც ჯერ არავის შეუთავაზებია.
2. სუსტი წერტილების სწრაფად აღმოჩენა და გამოსწორება უნდა შეგეძლოთ.
საკუთარი პროდუქტის ბაზარზე გაშვების პირველი მცდელობა, როგორ წესი, მარცხით მთავრდება. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გავიგოთ, კონკრეტულად რა არ მუშაობს, რომ გამოვასწოროთ და ისევ ბაზარზე გავუშვათ.
ასე შეიძლება რამდენჯერმე დაგვჭირდეს, სანამ პროდუქტს საჭირო კონდიციამდე არ მივიყვანთ.
3.შექმენით პროფესიონალთა გუნდი და თქვენ ყოველთვის ხარისხიანი პროდუქტი გექნებათ.
ბიზნესმენთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სტარტაპისთვის მხოლოდ ერთი კარგი იდეა არის საკმარისი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. საწყის ეტაპზე იდეა რომ განხორციელდეს, მას საკმარისი ბაზა არ გააჩნია და ინვესტორების მოსაზიდათ შესაბამისი გუნდის არსებობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პერსპექტიული იდეა.
თუ გყავთ გუნდი, მაშინ ნებისმიერი სირთულის პრობლემას გადაჭრით, სანამ თქვენი იდეა სწორად არ ჩამოყალიბდება. კარგი გუნდი ეს არის: დალაგებული ურთიერთობა, მიზანდასახულობა, შექმნილი პრობლემების ერთობლივად გადაწყეტა და გამოცდილება.
4. თქვენი კომპანიის კულტურა დასაწყისშივე შექმენით.
კულტურა თქვენი კომპანიის საფუძველს წარმოადგენს და მისი მატარებლები ადამიანები არიან. თქვენი თანამშრომლები უნდა იყვნენ ჭკვიანები, შრომისუნარიანები, მიზანმიმართულები და პატიოსნები. თავიდანვე ასეთი ადამიანები უნდა ნახოთ, რის შედეგადაც თქვენს კომპანიას ისეთი მუხტი ექნება, რომელიც მრავალ დაბრკოლებას გადალახავს.
5. საზღვრების დარღვევის ნუ შეგეშინდებათ.
მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიები საკუთარ გზაზე საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, თუ ტრადიციული აზროვნების დარღვევით მოქმედებდნენ. როდესაც ჩვენ არასტანდარტულად ვფიქრობთ, სწორედ მაშინ იბადება ჭეშმარიტი ინოვაცია, რამაც შეიძლება დიდი წარმატება მოიტანოს.
თუ ნამდვილად გსურთ, რომ არსებული ბიზნეს-მოდელები და ტრადიციული წარმოება შეცვალოთ, იარეთ გაუკვალავ გზებზე.
წყარო: /webgeorgia.ge/