fbpx

წარსული არ უდრის მომავალს – მოხუცი ქალბატონის ნახატებით გაოცებულები

ავტორი ჟოლო
1702 ნახვა
0 კომენტარი
7

ერთმა მოხუცმა ქალბატონმა თავისი ნახატების გამოფენა მოაწყო.
მნახველთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ყველას მოსწონდა მოხუცის ნახატები და გაოცებულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „თქვენ იცოდით რამე ამ მხატვარის შესახებ?“
აღმოჩნდა, რომ არავინ არაფერი იცოდა…
ჟურნალისტებიც დაინტერისდნენ და ინტერვიუ ჩამოართვეს ნახატების ავტორს.

„თქვენი მხატვრობის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა, ალბათ ხატავდით, მაგრამ გამოფენებს ერიდებოდით„ – ჩაეკითხნენ მოხუცს“

„არა, ეს ნახატები ბოლო ხუთი წლის ნამუშევრებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭი ახლა აღმომაჩნდა, ახალგაზრდობაშიც ვხატავდი, მაგრამ მარცხი განვიცადე, არ მოეწონათ ჩემი ნახატები და ხელი ჩვიქნიე.
მერე ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და გულის სიღრმეში ჩავმარხე ხატვის ნიჭიცა და სურვილიც“
„ეს ყველაფერი ამ წლებში შექმენით?„- გაოცდა ჟურნალისტი
„ჰო, მარტო რომ დავრჩი, გართობისთვის დავიწყე ხატვა„- უთხრა მოხუცმა და
„გასაგებიაო„- ღიმილით მიუგო ჟურნალისტმა გოგონამ.
„არა, მთვარი არ მითქვამს„- შეაჩერა წასასვლელეად გამზადებული ჟურნალისტი მხატვარმა:
„თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ნახატები გართობის პროცესში დაიხატა, არა?“
„თქვენ თვითონ არ ბრძანეთ?„- დაიბნა ჟურნალისტი.
„არა, ეს ნახატები დაბადა უკმაყოფილებამ“
„როგორ?“- გაოცებით იკითხა გოგონამ
„დიახ, შვილო, საოცარი უკმაყოფილება ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ, უკიდურესად მეტკინა ის მდგომარეობა, რომ მთვრდებოდა ჩემი ცხოვრება და მიწაში მიმქონდა ჩემი პოტენციალი, ჩემი ნიჭი და ის სიხარულები, რომელიც ჩემი ნახატებით შეეძლო მიეღო ათასობით მნახველს.
მე მომინდა წარმატება, მაგრამ ხელს მიშლიდა წარსულის მარცხი და დამოკიდებულება საკუთრი თავისადმი, რომ არაფერი გამომდის.
მერე მივხვდი, რომ წარსულის მარცხი არაფერს ნიშნავდა და მაშინ, ხუთი წლის წინ, სულ დეტალურად წარმოვიდგინე ეს დღე, ეს გამოფენა, ეს გამარჯვება და სიხარული. ასე რომ, ეს ნახატები სწორედ ამ გამოფენისთვის შეიქმნა, იმ დიდი უკმაყოფილებისა და იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ წარსული არ უდრის მომავალს.

შეგონება:
წარსული არ უდრის მომავალს და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია შეცვალო ცხოვრება და აწმყო ჩააყენო მომავლის მსახურებაში.

ბესიკ კაიშაური

 

* * *

ბებია მოზესს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ გახდა ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი ამერიკაში. ცხოვრობდა პატარა ფერმაში და ბავსშვობიდანვე მძიმედ შრომობდა. ხატვა დაიწყო 76 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატებით გააფორმეს სოფლის აფთიაქი. ფერწერით დაინტერესებულმა ინჟინერმა, რომელიც სოფელში გავლით იყო ძალიან იაფად შეიძინა ბებია მოზესის ნახატები და მოგვიანებით გამოფინა თავის გალერიაში. ასე გახდა ის ცნობილი მხატვარი, მის ნახატებს ჩუქნიდნენ ამერიკის პრეზიდენტებს დაბადების დღეზე. იგი 101 წლის გარდაიცვალა და 1600 ნამუშევრის შექმნა მოასწრო. როგორც ცნობილია ბებია მოზესის ბევრი პოპულალური ნახატი, შესრულებულია მას შემდეგ , რაც მას 100 წელი შეუსრულდა . . .

0 კომენტარი
7

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort