fbpx

უსინათლო ადამიანები „საბასგან” საჩუქრად ასობით ხმოვან წიგნს მიიღებენ

ავტორი ჟოლო
169 ნახვა

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “საბას” ახალი პროექტის “ხმოვანი წიგნების” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი გულისხმობს პირველი ქართული ხმოვანი წიგნების შექმნას. რამდენიმე თვეში უსინათლო ადამიანები “საბასგან”საჩუქრად მიიღებენ ასობით ხმოვან წიგნს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ლიტერატურას.

“საბას” ხმოვანი წიგნები ასევე ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც მათ ჩამოტვირთვას saba.com.ge-dan შეძლებს. “საბა” სთავაზობს მწერლებს, მსახიობებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ ჩაწერონ, ან უკვე აქვთ წიგნების აუდიო ჩანაწერები,  თავიანთი აუდიო მასალა ხმოვან წიგნებად გადააქციონ და გახადონ ხელმისაწვდომი ყველა მკითხველისთვის.

“საბას” პირველი ხმოვანი წიგნი დღეს პროექტის პრეზენტაციაზე დამსწრე პოეტების, თანამედროვე პოეზიის ანთოლოგია ჩაიწერა. ერთ – ერთი პირველი სწორედ ეს ანთოლოგია გამოვა ხმოვანი წიგნის სახით რამდენიმე თვეში.                                                      

მაიკო ძირკველიშვილი(“საბას”ხელმძღვანელი): „ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს იქნება პირველი ქართული ხმოვანი წიგნი, რომელიც შექმნილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. ეს არის აპლიკაცია saba reader_ი, რომელიც ელექტრონული წიგნების კითხვის შესაძლებლობას იძლევა და ამ აპლიკაციას დაემატება დამატებითი ფუნქციები, რომელიც საშუალებას მისცემს პირველ რიგში უსინათლოებს, ასევე ნებისმიერ მსურველს ბავშვებიდან დაწყებული, რომ მისთვის სასურველ მოწყობილობაში(ტელეფონში, ტაბლეტში, კომპიუტერში), ინტერნეტის გარეშე, იქონიოს ამ აპლიკაციაში ასობით ხმოვანი წიგნი და მოუსმინოს ნებისმიერ დროს.

ეს აპლიკაცია იქნება სრულად ადაპტირებული უსინათლოებზე, სექტემბერში ან ოქტომბერში პროექტის ფარგლებში დაახლოებით ოთხასამდე ხმოვანი წიგნი მომზადდება. ეს არის სოციალური პროექტი და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”, რომლის მხარდაჭერით მოხდება ამ ტექნოლოგიურად რთული პროდუქტის შექმნა“.

ნინო გონგაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment