fbpx

ჩემო მფარველო ანგელოზო, მე შენ მიყვარხარ და გიხსნი გულის კარებს…

ავტორი ჟოლო
176 ნახვა

ის, დილას იწყებს თავის მფარველ ანგელოზთან მისალმებით!

დგება ფანჯარასთან, მარჯვენა ხელს იდებს გულ-მკერდზე და ჩურჩულებს:

«უფალო, ყველა ჩემ აზრებს, ყველა ჩემს უნარს…».
შემდეგ მარცხენა ხელს დაადებს მარჯვენას და აგრძელებს:
«…ყველა ჩემ გრძნობას, ყოველგვარ სულიერ ძალას…».
შემდეგ, ორივე ხელს აღმართავს მაღლა :
« განდობ და გაბარებ, უფალო…».

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, რამდენიმე წუთით თვალდახუჭული და გარინდული ელოდება პასუხს.

და ისიც, იღებს მინიშნებას –

მსუბუქი ჩქმეტას
ან ხელისგულების მსუბუქად გახურების,
მსუბუქ ნიავს სახეში
ან თავს ზემოთ გვირგვინზე მსუბუქ ზეწოლას,
მსუბუქ ნაკადს ხერხემლის გასწვრივ
ან …

მთავარ ანგელოზმა ანიშნა, რომ მისი მისალმება მოსმენილ იქნა.

რის შემდეგაც, განაგრძნობს ჩურჩულს:

«ჩემო მფარველო ანგელოზო, მე შენ მიყვარხარ, გიხსნი გულის კარებს, დამიფარე და გპირდები გულის ყურით მოსმენას».

რის შემდგაც, ხელებს კვლავ გულმკერდზე გადააჯვარინებს და მოკრძალებით თავს დაუხრის.

და ასე იწყება მისი ყოველი დილა….

ყველას გფარავდეთ თქვენი ანგელოზები.
სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment