fbpx

იმისთვის რომ მიაღწიო სასურველს

ავტორი დეა თავბერიძე
2K ნახვა

მინდა გაგაცნოთ მეთოდი -100. 10 . 1 იქნებ როგორ გამოგადგეთ 

  • როდესაც რაღაცას ვსწავლობთ აუცილებელია ვიცოდეთ, რომ 100 მცდელობიდან დიდი ალბათობით  90 არ გამოგვივა. არადა ძალიან ბევრს აქვს იმის ილუზია, რომ პირველივე მცდელობისას თუ არა, მეორედ მაინც დადებს შედეგს.

ამიტომ „მარცხის“ შემთხვევაში ადამიანები დასაწყისშივე ნებდებიან და “გარბიან”…

რეალობა კი ასეთია

100-დან 90 – ის შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ ვდებთ, 10 დამაკმაყოფილებელია და ამ 10-დან 1 გამოდის სწორედ ისეთი, როგორიც გვინდა და როგორიც საჭიროა.

უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია მოქმედება, შეცდომები, მარცხი, “ულამაზო კადრი” აუცილებლად იქნება. ყოველი მომდევნო ნაბიჯი კი ის გამოცდილებაა, რომელიც უფრო გვაძლიერებს და ბევრად უკეთესს გვხდის. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ პროფესიონალურ დონეზე დავეუფლოთ იმას, რისი შესწავლაც ან გაკეთებაც გვსურს. რაც მალე დავუშვებთ ამ შეცდომებს და რაც მალე გავაკეთებთ ამ 90 მოქმედებას, მით უფრო მალე მივიღებთ შედეგს, ანუ იმ ერთ ოქროს სვლას, რომლის შემდეგაც ყველაფერი გამოდის.

ამიტომ მარცხმა არ უნდა შეგვაშინოს.

რაღაცის გაკეთება გინდა და არ გამოგდის? უბრალოდ უთხარი თავს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, რომ რამდენიმე ქმედება არაფერს წყვეტს…

ჰოდა, იმისთვის რომ სასურველს მიაღწიო: უბრალოდ გააკეთე, უბრალოდ არ გაჩერდე, უბრალოდ გააგრძელე სვლა!

Jolo-ჟოლო

მსგავსი სტატიები

Leave a Comment