იანვრის ცივი დილა იყო. ვაშინგტონის მეტროში მამაკაცი დაჯდა და ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო. ის 45 წუთის განმავლობაში ბახის 6 ნაწარმოებს უკრავდა.
ამ დროს მეტროში უამრავი ადამიანი ირეოდა, რომელთა უმრავლესობა სამსახურში მიიჩქაროდა. მამაკაცს გვერდით 1100-მა მგზავრმა ჩაუარა.
დაკვრის დაწყებიდან სამი წუთის შემდეგ მუსიკოსთან საშუალო ასაკის მამაკაცი გაჩერდა, ცოტა ხნით უსმინა და გზა განაგრძო. ერთი წუთის შემდეგ კი მუსიკოსმა პირველი “დახმარება” მიიღო, ქალბატონმა, რომელმაც მას გვერდით ჩაუარა სწრაფად ჩაუგდო ხურდა და გზა განაგრძო. კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაც გაჩერდა, რათა მისთვის მოესმინა, მაგრამ საათს დახედა და სწრაფად განაგრძო გზა. ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ყურადღება გამოიჩინა მუსიკოსის მიმართ 3 წლის ბავშვი იყო, რომელიც დედასთან ერთად სადღაც მიიჩქაროდა. ის მუსიკოსთან გაჩერდა, თუმცა დედამ აიძულა ადგილს გაცლოდნენ, ბავშვმა გზიდან რამდენჯერმე მიიხედა უკან. ასე კიდევ რამდენიმე ბავშვი მოიქცა, თუმცა არცერთ მათგანს მშობლებმა გაჩერების უფლება არ მისცეს.
45 წუთიანი დაკვრის შემდეგ მამაკაცმა სულ 32 დოლარის მოგროვება შეძლო. როდესაც მან დაკვრა შეწყვიტა და სიწყნარემ დაისადგურა ეს არავის შეუნიშნავს.
გამვლელთაგან წარმოდგენაც არავის ჰქონდა, რომ ეს “ქუჩის მუსიკოსი” სინამდვილეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ჯოშუა ბელი იყო და ის ასრულებდა ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებებს, რომლებიც ოდესმე დაწერილა ვიოლინოზე, რომლის ღირებულება თავის მხრივ 3,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. მეტროში დაკვრამდე ორი დღით ადრე კი ჯოშუა ბოსტონის თეატრში წარსდგა მაყურებელთა წინაშე, რომელზე დასასწრები ბილეთის ფასი 100 დოლარს შეადგენდა. ექსპერიმენტი კი, რომლის მომსწრე ვაშინგტონის მოსახლეობა გახდა გაზეთ Washington Post-ის დაგეგმილი იყო.