fbpx

ათას კილო ფილოსოფიას ერთი გრამი სიყვარული სჯობს და სულ ერთია ვინ ან რა გიყვარს

ავტორი ჟოლო
697 ნახვა

ათას კილო ფილოსოფიას ერთი გრამი სიყვარული სჯობს და სულ ერთია ვინ ან რა გიყვარს – ადამიანი, ყავა, ღამე ვარსკვლავიანი ცის ყურება თუ გაუტეხავ თოვლში ხრაშა-ხრუშით სიარული.

***

რამდენად ძლიერებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ადამიანები ვართ და არა ღმერთები.
ვცხოვრობთ უსასრულო კოსმოსში, ასეული მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთში, უამრავი ვარსკვლავიდან ერთ-ერთის სისტემაში, ერთ მცირე ზომის პლანეტაზე.
თითქოს რამხელა მასშტაბებია, რამხელა უსასრულობაა, მაგრამ თითოეული ადამიანის ცხოვრება, თითოეული ადამიანის ტკივილი მისთვის – ვარსკვლავური სისტემის, გალაქტიკის და კოსმოსის მასშტაბისაა. 
ასეა ეს!

***

წარმოიდგინეთ, თქვენ მაგიდაზე დგახართ, მეორე ადამიანი კი იატაკზე, მაგიდასთან დგას. თქვენ ცდილობთ ის ადამიანი მაგიდაზე აათრიოთ, ხოლო ის ცდილობს – თქვენ მაგიდიდან გადმოგაგდოთ. ვინ გაიმარჯვებს? სწორია.
თქვენ ადამიანის ზემოთ აყვანა მაშინ შეგიძლიათ, როცა მასაც უნდა ეს და გეხმარებათ, ანუ თვითონაც იბრძვის.
თუ მას არ უნდა დიდი ალბათობით თქვენ ჩამოვარდებთ და მის გვერდით აღმოჩნდებით. ხშირ შემთხვევაში ეს იატაკი კი არა, სხვა რამ იქნება.

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

თამარი May 14, 2021 - 10:14 pm

მადლობა, სტატიისთვის. რა კარგ დროში ვცხოვრობთ? ! იხვეწება აზრი, ნათდება სამყარო… მამა გიორგი ამბობს , აპოკალიფსი ,ფარდის გადაწევას ნიშნავსო……მართლაც !…😍

პასუხი