ღმერთი ტანჯვისთვის ადამიანს არ აჩენს. ადამიანი თვითონ ტანჯავს საკუთარ თავს, როცა უარს ამბობს ღმერთთან ურთიერთობაზე. და თუ ღმერთთან ურთიერთობაზე უარს ამბობ, ცხოვრობ უმიზნოდ, უპერსპექტივოდ, ცხოვრების საზრისის გარეშე… შენი სული, ყოველ შემთხვევაში მისი მნიშვნელოვანი სეგმენტი მუდამ ცარიელი რჩება, იმიტომ რომ მას სწყურია, სწყურია და არ აძლევ ამ საკვებს… იტანჯება, სულ… მუდამ… და ხარ დეპრესიაში, სასოწარკვეთილებაში, შეშინებული, უიმედობაში, მოწყენილობაში, აგრესიული, გაღიზიანებული, წუწუნა… არ მოგწონს ამინდი, არ მოგწონს მთავრობა, არ მოგწონს ზღვა, არ მოგწონს ქარი, არ მოგწონს წვიმა, არ მოგწონს მიწა, არ მოგწონს სამშობლო, არ მოგწონს ცოლი, არ მოგწონს ქმარი, არაფერი არ მოგწონს… ჯოჯოხეთი გაწერია სახეზე, უბედური ხარ… და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალი რომ უღმერთობაში ცხოვრობ!….
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე