fbpx

„ამიტომ ვიცი რა არის ბედნიერების ფასი“ – გია ჯაჯანიძე

ავტორი ჟოლო
27 ნახვა

ფერები აირია, ამინდიც შეიცვალა, დღე და ღამე გასწორდა დადგა წყვდიადი. წელიწადის დროც აირია. აღარ არსებობდა საათი. არავინ იცოდა რა დრო იყო, არც წელი, არც თვე და არც დღე.

ადამიანები ერთმანეთს ვეღარც ხედავდნენ და აღარც ესმოდათ. ქაოსი ტრიალებდა თავში. სული ფორიაქობდა, გული არაბუნებრივად ძგერდა, სისხლი ბობოქრობდა ძარღვებში.

ამ მდგომარეობაში გავიწვრთენი, მივიღე ძალების ცოდნა და ამიტომ ვიცი რა არის ბედნიერების ფასი. მოვეშვი, გავნთავისუფლდი და ვეღარ განვიცდი ვერაფერს, დამთავრდა, გაქრა ტკივილი და სევდა. ამოვიდა მზე, დადგა ნათელი.

ყველაფერი გაბრწყინდა…
გეგმა არ გამაჩნია, განგებამ დაგეგმა ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი.
მივყვები ამ გზას და ვიცი, სიცოცხლე, სიმდიდრე და ყველა სახის დიდება წარმავალია. მივყვები ჩემთვის განკუთვნილ გზას და მიხარია. გაიხარე თქვენც.

გია ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment