სადაც არ უნდა იყოთ, ვინც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი წარმოსახვით ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა იყოთ უფრო მეტად სასარგებლო, უფრო პროდუქტიული.
წარმატება ინდივიდუალური შესაძლებლობების ძალისხმევის შედეგია, მაგრამ მისი მიღწევა სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. წარმატება იმ თვალსაზრისით არის ინდივიდუალური ძალისხმევის რეზულტატი, რომ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს – რა უნდა. ამ მომენტიდან წარმატებისკენ სიარული – სხვებზე ტაქტიკური და მაცდუნებელი ზემოქმედებით იწყება, რათა მიღწეულ იქნას მათი თანამშრომლობა.
ვიდრე სხვას სთხოვთ თანამშრომლობას, თავად უნდა გამოიჩინოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები.
„წარმატების კანონის“ მიზანია, მოგცეთ საშუალება გაიაზროთ, როგორ გახდეთ მეტად შედეგიანი თქვენს მიერ არჩეული მოღვაწეობის სფეროში. ამ მიზნით უნდა გაანალიზოთ თქვენი მონაცემები, შეაფასოთ და მოახდინოთ მათი კლასიფიკაცია, რათა მაქსიმალურად უკეთესად გამოიყენოთ.
შესაძლებელია არც მოგეწონოთ თქვენი საქმე. არის თავის დაღწევის ორი საშუალება:
პირველი – ნაკლებად დაინტერსდით ამ საქმით, მალე თავს დააღწევთ, რადგან თქვენს მომსახურებაზე მოთხოვნა შესუსტდება.
მეორე – უკეთესი საშუალება — გახდით სასარგებლო და საჭირო იმ საქმეში რასაც აკეთებთ, ამით მიიპყრობთ მათ ყურადღებას, ვისაც შეუძლია შემოგთავაზოთ უკეთესი სამსახური, რომელიც მეტად მოგეწონებათ.
არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ. არ რის საჭირო შორს სიარული, რომ აღმოვაჩინოთ შესაძლებლობები — ის იქ არის სადაც ვდგავართ! — ამ ჭეშმარიტების დამახსოვრება ღირს!
წყარო: mmschool.ge