fbpx

არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე!

ავტორი Ann
80 ნახვა

დაჯდომისას ადამიანები ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად და ინსტიქტურად ფეხს ფეხზე გადაიდებენ ხოლმე. ეს განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ. ასე სხეული უფრო ლამაზი ჩანს და ქალიც გაცილებით სექსუალურია, თუმცა ალბათ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ ეს შესაძლოა სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს.

 

მეცნიერების მტკიცებით, როდესაც ადამიანი დიდხანს ზის ამ პოზაში ფეხის კუნთები ძალიან იტვირთება, რამაც შესაძლოა კანჭის ნერვის შესუსტება, დაბუჟება გამოიწვიოს, გარდა ამისა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც  ვარიკოზული ვენები აწუხებთ პრობლემის გამწვავების მიზეზი შეიძლება გახდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წნევის ცვალებადობა არასდროს გაწუხებთ გაცილებით დიდი შანსია, რომ თავიდან აიცილებთ პრობლემებს თუ ფეხს ფეხზე არ გადაიდებთ.

 

სხვათაშორის, ეს ეხება მხოლოდ ფეხის ფეხზე გადადებას და არა კოჭთან გადაჯვარედინებას, რაც უფრო ხშრად მამაკაცებს ახასიათებთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment