fbpx

წინააღმდეგობა გზაზე – „თუკი მათ დაეჯახეთ, არ დაყაროთ ფარ-ხმალი“

ავტორი ჟოლო
1,130 ნახვა

უძველეს დროში, ერთმა მეფემ თავის მსახურებს უბრძანა, გზაზე დაედოთ უზარმაზარი ქვა. ეს ქვა არა მარტო დიდი იყო და იწონიდა ნახევარ ტონას, ამასთან ერთად,  იყო პრიალა. მსახურები ვერ ხვდებოდნენ, რა ხეირი იყო მეფის ამ ახირებაში. მეფემ იცოდა რასაც აკეთებდა.

მსახურებმა ქვა წარმოუდგენელი სირთულით მიაგორეს გზაზე, მეფე ახლო სამალავიდან აკვირდებოდა. მას მხოლოდ, ერთ კითხვაზე აინტერესებდა პასუხი – ქვას, ვინმე მოაცილებდა თუ არა გზიდან.

გზა არ იყო უბრალო. ის აერთიანებდა მეზობელ ქალაქებს და მისი გავლით, ზღვასთან მისვლა ხდებოდა შესაძლებელი. ბევრი ვაჭარი, მოგზაური და სხვა მგზავრები მუდმივად სარგებლობდა ამ გზით.

და რას ხედავდა მეფე?

ვინც გაივლიდა ან გვერდზე ჩაუვლიდა, ყველა ხმამღლა გამოხატავდა აღშფოთებას. ამბობდნენ – როგორ, მეფეს არ შეუძლია თავის ხელქვეითებს უბრძანოს, ყურადღება მიაქციონ გზას და მოაწესრიგონ აქაურობა? ზოგიერთი მოვაჭრე, ყვიროდა და აგინებდა მეფეს – „ ამ ქვეყანაში საერთოდ ბნელა“  „პატრონი და მომკითხავი არავინაა…“ „სად იყურება“… და არც ერთ მათგანს, თავში აზრადაც არ მოსვლია, ამდგარიყვნენ და თავად ან ვინმესთან ერთად მოეცილებინა ეს ავბედითი ქვა გზიდან.

ერთხელაც, გზაზე გამოჩნდა ღარიბი გლეხი, ურმით. მას ქალაქში გასაყიდად მიჰქონდა თავისი ეზოს მონაგარი – ხილი და ბოსტნეული. გლეხმა შენიშნა ქვა, გაჩერდა, შეათვალიერა და შეეცადა ურმის მეშვეობით გადაეგორებინა. ძვრა ვერ უყო. ქვა ძალიან მძიმე იყო და არაფერი გამოუვიდა. ცდილობდა დახმარება გამვლელებისთვის ეთხოვა, მაგრამ არავის გამოჩნდა ამის მსურვილი. მეფე, რა თქმა უნდა, შორიდან ადევნებდა თვალყურს და ბოლოს გაიფიქრა, რომ გლეხიც დანებდებოდა და თავის გზას განაგრძნობდა – მან ხომ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა.

მაგრამ, გლეხი შეუპოვარი აღმოჩნდა და არ დანებდა. ქვა მარტო მას ხომ არ უშლიდა ხელს, სხვებსაც. მან ურმიდან ჩამოხსნა ხარები, უმძიმესი ქვის ქვემოთ, როგორც შეეძლო, შეუცურა ფიცრები, შემოახვია თოკი და დიდი ხნის ძალისმევის შედეგად, ბოლოს და ბოლოს, გადააგორა გვერდითა თხრილში. ქვის ქვეშ, მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა ქისა, რომელიც სავსე იყო ოქროს მონეტებით და რომელსაც დართული ჰქონდა წერილი – ეს იყო ჯილდო იმისთვის, ვინც მოაცილებდა თავსაც და სხვებსაც, თითქოს და გადაულახავ, წინააღმდეგობას.

გლეხი მიხვდა  – თითოეული წინააღმდეგობა წარმოქმნილი ჩვენს გზაზე, იძლევა საშუალებას გავიუმჯობესოთ მდგომარეობა.

მორალი: ყველა წინააღმდეგობა და განსაცდელი ცხოვრების გზაზე არ წარმოადგენს შემთხვევითობას. თუ კი მათ დაეჯახეთ, არ დაყაროთ ფარ-ხმალი. მიმართეთ ყველა თქვენი ძალისხმევა მათკენ და გადალახეთ! საჩუქრად მიიღებთ ახალ უნარებს, ცოდნას, გამოცდილებას, რთული ამოცანების ამოხსნის ჩვევას. ამ ყველაფრისგან კი შედგება წარმატება!

zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment