“Forbes”_ის რუსულმა ვერსიამ ბაკურიანის კურორტი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა.
გამოცემამ ის კურორტები დაასახელა, რომლებიც აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის არის განკუთვნილი.
როგორც “Forbes” აღნიშნავს, ბაკურიანში არის უამრავი შესაძლებლობა აქტიური და სპორტული დასვენებისთვის. მათ შორის საფეხმავლო ტურიზმი. ადგილობრივი ბუნება კი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით.
პოპულარული საზაფხულო კურორტების სიაში ასევე მოხვდა კურორტები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.
რაც შეეხება ბაკურიანს, კურორტი ახალ საზაფხულო სეზონს სიახლეებით ხვდება. ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სამთო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი “ტოპოგანი” გამოსცადონ.
კურორტზე ამჟამად მიმდინარეობს კოხტის და მიტარბის შემაერთებელი საბაგიროების მშენებლობა.