„სამწუხაროდ, ვენაში ჩურჩხელას ვინმე არმან აკოფიანი ავრცელებს “კავკასიური სუჯუყი”ს სახელით“ – წერს მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი თამარ ივერი და სოციალურ ქსელში, სომხურად მონათლულ „ჩურჩხელა-სუჯუყის“ ფოტოს აქვეყნებს.
თამარ ივერი: „როგორ ყველა გვჯობნის სიყოჩაღით და მოხერხებულობით. ხაჭაპურს, ღვინოს, ჩურჩხელას ცხვირწინ გვაცლიან და სახელებს უცვლიან და ერთ 1-2 წელიწადში იქით დაგვიმტკიცებენ…. მსოფლიო უკვე სომხურ სუჯუყად იცნობს და გვიყარეთ კაკალიო. ჩვენ კი გავლიოთ წლები ყველაფერზე თვალის დახუჭვით და ნაცი ხარ თუ ქოცი იმის რკვევით.“
თამარ ივერის პოსტს სოციალურ ქსელში ამ ფაქტით გაბრაზებულთა გამოხმაურება მოჰყვა: „სანამ ქართველები ერთმანეთს ვჭამთ და ერთმანეთის კარგი გვაღიზიანებს და გულს გვიხეთქავს, მავანი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი საუნჯე, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი ეროვნული ღირსება, ჩვენი მიწა-წყალი და ბოლოს ალბათ სახლ-კარიც თავისად აქციოს. ჩვენ კი მხოლოდ ერთმანეთის ჭამაში ვართ მაგრები“ – ვკითხულობთ კომეტარებში…