1. ცხოვრება საკმაოდ რთული რამ არის… თან – აბსოლუტურად ყველასთვის!!
ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ადამიანებსაც კი ემართებათ ცხოვრებაში ისეთი უბედურებები, როგორიც ჩვენ… ყველას.
თუმცა ვათვალიერებთ მათ ულამაზეს ფოტოებს ცნობილი ჟურნალების ფურცლებზე და ვფიქრობთ:
– ნეტა ამათ????… მათ ხომ არაფერი ადარდებთ?!…
სინამდვილეში კი- ჩვენ ყველანი ერთნაირად ვბერდებით და ვიტანჯებით…
ერთი განსხვავებით:
ზოგიერთი მუდამ წუწუნებს და იტანჯება, სხვა კი შედარებით გაგებით ეკიდება ცხოვრებისეულ პერიპეტიებს.
მაგრამ ის ფაქტი, რომ ცხოვრებაში ბევრი ტკივილია, სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ მასში შეიძლება იყოს ზუსტად ამდენივე ბედნიერებაც…
…და თუ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ- ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასე არ არის!!!
სამყარო ხომ ბალანსზე დგას?!
მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი ხელიდან გეცლებათ, თქვენ მაინც შეგიძლიათ იყოთ…. ბედნიერი!
✅ამისათვის კი მხოლოდ და მხოლოდ ხედვის კუთხე უნდა შეიცვლოს.
უნდა შევხედოთ მოვლენებს სულ სხვა და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რაკურსიდან…
2. ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ადამიანები იმედებს უცრუებენ…
როდესაც კარგავს საუკეთესო მეგობარს… ან ტოვებს საყვარელი ადამიანი… კარგავს ოჯახის წევრს…
ასეთ მომენტებში გულში აუტანელი ტკივილი ისადგურებს. ჩნდება გრძნობა, რომ არავის ნდობა არ შეიძლება… რომ ცხოვრებაში აღარაფერი კარგი აღარ იქნება…
რაც არ უნდა ძნელი იყოს, უნდა შევეცადოთ და შევხედოთ მომხდარს- სხვა კუთხიდან:
✅უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამყაროს თავისი კანონები აქვს, რომელზეც ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ და არც უნდა ჩავერიოთ…
✅ გავაცნობიეროთ, რომ ადამიანები, რომელთაც იმედი გაგვიცრუეს, ეს არის ჩვენი გაკვეთილები, რომლიდანაც სასარგებლო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
ისინი ხომ სწორედ მაგიტო გადაიკვეთნენ ჩვენთან, რომ რაღაც ესწავლებინათ, დაენახვებინათ ჩვენთვის?
✅ რადიკალური ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ დიდი იმედგაცრუებების გადალახვის შემდეგ შემდეგ ხდება. სწორედ ეს იმედგაცრუებები ხდება ის ბიძგი, რომელიც გვახმარება წინსვლაში და ახალი სიმაღლეების მიღწევაში.
3. ჩვენ ვერ შევცვლით წარსულს!
მაგალითად…
ვერაფრით წავშლით ჩვენი ცხოვრების იმ დღეს, როდესაც შევხვდით პიროვნებას, რომელმაც შემდეგ გული გვატკინა…
ვერ გადავახვევთ ჩვენს ცხოვრებას უკან და ვერ მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებას…
წარსული მუდამ ისეთად დარჩება, როგორიც ის იყო!
✅ მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი აწმყო! ახლანდელი დრო და მდგომარეობა!
⁉️ რატომ და როდემდე უნდა ვათრიოთ წარსული წლები, როგორც ლოდები, ჩამოკიდებული ჩვენ კისერზე, რომელიც ხელს გვიშლის ავიხედოთ მაღლა, თვალი გავუსწოროთ რეალობას და შევცვლოთ დამოკიდებულება?
⁉️ რატომ უნდა განსაზღვრავდეს რამოდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტი ჩვენს ახლანდელ ქცევებს და განწყობას?
დასვით ასეთი კითხვები….
დაუსვით ის საკუთარ თავს და იყავით გულწრფელები.
ის, რომ დავმარცხდით ან იმედი გაგვიცრუვდა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ- ასე იქნება მუდამ! ყოველ ჯერზე!
✅ ჩვენ თავად ვირჩევთ საკუთარი ცხოვრების სცენარს და საკმარისი სურვილის და განზრახვის პირობებში, თავისუფლად შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება და მომავალი!!!
4. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთო – ესაა მოლოდინებითა და სტერეოტიპებით ცხოვრება.
ეს არის ჩვენი “გონების თამაშები”, როდესაც ვიწყებთ ფიქრს და ვიგონებთ, ვთხზავთ მიზეზებს:
🤔რატომ არ მოგვესალმა ვიღაც???
🤨რატომ არ მოგვწერეს პასუხი მესიჯზე???
🧐 რატომ შემოგვხედა ვიღაცამ “ალმაცერად”???
🤔 რატომ არ გვაძლევს უფროსი ბონუსებს??? და ა.შ….ა.შ…
ჩვენი გონების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს?
და გონებაშივე ვთხზავთ მიზეზებს, ვკამათობთ, ვჩხუბობთ და ვრიგდებით…
რეალობა კი თავისი გზით მიდის!
✅ ამ უაზრო “გონების თამაშების” ნაცვლად უნდა ვისწავლოთ ‘ახლა და აქ’ მომენტით ცხოვრება…
✅გონებით ვერაფერს მოვიფიქრებთ!!
თუ საჭიროა- იკითხეთ და გაარკვიეთ თუ არადა,
აზრი არ აქვს მოლოდინებში და საკუთარ ფანტაზიებში ჩაძირვას…
და თუ გარკვევა და გამოძიება არ გსურთ-
მიეცით საშუალება დროს- დაალაგოს ყველაფერი თავის ადგილებზე.
ნუ ჩაიხვევთ! უბრალოდ იცხოვრეთ!
5. ის ფაქტი, რომ რაღაც ლამაზი წავიდა თქვენი ცხოვრებიდან არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ არ შეიძლება მოვიდეს რაიმე უფრო ლამაზი და მშვენიერი…
ცხოვრება- მოძრაობაა! ამასთან მოძრაობა და პროგრესი…
როგორც იტყვიან- თუ დაამთავრეთ კარგი წიგნის კითხვა, უბრალოდ ადექით და დაიწყეთ ახლის წაკითხვა 🙂
შეიძლება ის უკეთესიც კი აღმოჩნდეს!
ბოლოს და ბოლოს ხომ ყველაფერი მაინც ლაგდება? 🙂
პრობლემები- გვარდება, ავადმყოფობა- რჩება, დაძაბულობა- იხსნება…
საჭიროა მხოლოდ გვჯეროდეს და ვიმოქმედოთ!
6. მაშინაც კი, როდესაც ფიქრობთ რომ ყველაფერი ცუდად არის, იყავით მადლიერნი.
სწორედ იმ დროს, როდესაც განადგურებული ხართ, ძალა არ გყოფნით ადგეთ და თავიდან დაიწყოთ, რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, სწორედ მაშინ უნდა დაიწყოთ მადლობის თქმა…
რატომ უნდა იყოთ მადლიერი???
✅ მიუხედავად პრობლემებისა- თქვენ მაინც გაიღვიძეთ!
განსხვავებით იმ ათასობით ადამიანისგან, ვინც დღევანდელი დილა ვეღარ იხილა 🙁
✅ როგორც შეიძლება არ იყოთ მადლიერნი, როდესაც თქვენ გაქვთ ორი ხელი და დღეს ფეხზე წამოდგომა შეძელით??
✅ იყოთ მადლიერნი, რომ შეგიძლიათ დაინახოთ თქვენი ახლობლები და ოჯახის წევრები…
✅ იყოთ მადლიერნი, რომ…. ცოცხალი ხართ?!
რომ – უბრალოდ… ხართ?!
✅ ნეგატიური ფიქრებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი ხერხია- იყოთ მადლიერი ყოველი დღის, ყოველი წუთის…
თქვენი ცხოვრების, შეცდომების, გამოცდილების, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ და ყოველი წუთის, როდესაც ბედნიერი ყოფილხართ…
იყავით მადლიერნი ყოველ დღე!
7. “ყველაფერი და დაუყოვნებლივ!”- მხოლოდ მდორე ფილმებში და იაფფასიან სერიალებშია….
✅დაიმახსოვრეთ:
იდეალური ცხოვრება არ არსებობს!
არსებობს იდეალური მომენტები, რომლებიც ქმნიან იდეალურ ცხოვრებას…
✅ ეძებეთ და შეაგროვეთ ასეთი მომენტები!
მათი შექმნა თავად შეგიძლიათ, კონცენტრირდით პოზიტივზე, დადებითზე…
იმაზე, რაც მოგწონთ და შეკრიბეთ ასეთი მომენტები..
ყველა სიტუაციას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები…
თქვენ რომელს ისურვებით? 🙂
✅ ხოდა სწორედ მათზე გააკეთეთ სწორება! 😉
რაზეც ამახვილებ ყურადღებას, სწორედ მას იზიდავ და ამრავლებ შენს ცხოვრებაშიც!
8. ღამე და სიბნელე რომ არ არსებობდეს, ვერასოდეს დავინახავდით ვარსკვლავებს ცაზე.
ყველას ცხოვრებაში დგება ბნელი და მძიმე დღეები… უსიამოვნებები სამსახურში, ავადმყოფობები, განშორება, ღალატი, ტკივილი…
ჩამოთვლას აზრი არ აქვს- ისინი დაუსრულებლად ბევრია…
მაგრამ ყველა ეს განსაცდელი- ჩვენ უფრო მეტად გვაძლიერებს (ახლა არ მაქვს საუბარი პათოლოგიებზე და განსაკუთრებულ სიტუაციებზე)
ხანდახან საჭიროა გაიარო განსაცდელი, წნეხი და ტკივილები იმისათვის, რომ აღმოაჩინო შენში ძალა და პოტენციალი, რომელიც აქამდე არ იცოდი…
წარმოდგენაც კი არ გქონდა- თურმე რამდენი შეგძლებია…
✅ იქნებ სწორედ ამისათვის გვეძლება ისინიც? ჩვენი განსაცდელები?
✅ იქნებ სწორედ ამისთვის არსებობს ტკივილიც, სევდაც, პრობლემები და განსაცდელები, რომ უფრო კარგად შევძლოთ დავინახოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები?
ამიტომ- არაა საჭირო გვეშინოდეს ღამის!
ყველაზე ბნელი ღამეც კი განთიადით სრულდება!
და ის- მშვენიერია…
9. ადამიანები, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა- იმაზე მეტად ახდენენ ჩვენზე გავლენას, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია…
თუნდაც ამას ვერ ამჩნევდეთ- ეს ასე ხდება!
✅ თუ თქვენს გარშემო პოზიტიური ადამიანები არიან, ისინი იმდენად გმუხტავენ პოზიტივით, რომ ნეგატიური “ვაიბებისთვის” უბრალოდ- არც ადგილი და არც დრო აღარ რჩება.
✅ აი, ნეგატიური და ტოქსიკური ადამიანები კი ნამდვილად დამთრგუნველად მოქმედებენ.
მათი მუდმივი წუწუნი და ყველას და ყველაფრის კრიტიკა- გართმევთ ენერგიას და ბედნიერების შეგრძნებას…
წვეთ-წვეთ… ცოტა-ცოტა დააა…
ზღვა კოვზით დაილევაო, ნათქვამია. 🤔
გაეცალეთ!
შეიძლება ისინი თქვენი ოჯახის წევრებიც იყვნენ…
ამ შემთხვევაში: 1. ან თქვენ უნდა გახდეთ ენერგეტიკულად ისეთ ძლიერი, რომ ვერ გაჯობონ.
და 2. ურთიერთობის დოზები და პირადი საზღვრები უნდა განსაზღვროთ, ისე, რომ ნაკლებად დაგაზიანონ…
10. იმისთვის, რომ შეძლოთ საკუთარი ცხოვრების შეცვლა, მხოლოდ სურვილი და ოცნება- საკმარისი არ არის!
✅ პირველი, რაც უნდა შეიცვალოს- ეს არის აზროვნების სტილი! ფიქრები! აზრები!
ნეგატიური აზრები სარეველა ბალახს ჰგავს. ისინი იზრდებიან და მოიცავენ ჩვენი გონების და შესაბამისად- ცხოვრების ყველა სფეროს.
მათზე უბრალოდ უარის თქმა- არ გამოდის!
ისინი- უნდა ამოიძირკვოს!
✅ ამიტომ, უნდა გავხდეთ- დამკვირვებელნი!
მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ- საით მიდის ჩვენი გონება, აზრები… რა ტრიალებს გონებაში, რა სახის და მიმართულების ფიქრები…
✅ ამასთან- არ არის საჭირო საკუთარი თავის განკიცხვა და დატუქსვა თუ თავში ნეგატიური აზრები მოდის!
უბრალოდ მიყევით, აღმოაჩინეთ ისინი და საჭირო მიმართულება მიეცით თქვენს ფიქრებს…
✅ იფიქრეთ იმაზე, რისი მოზიდვაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში. არ დაგავიწყდეთ-
ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე, სადაც უმთავრესი კანონი- მიზიდულობის კანონია!
თქვენი აზრებით იზიდავთ და აბევრებთ იმას, რაზეც ხართ კონცენტრირებული…
✅ გაუშვით წარსული.
აპატიეთ საკუთარ თავს, სხვებს…
და უფლება მიეცით თავს მიიღოთ სამყაროსგან ის, რაც გულით გინდათ…
და ეს ასეც იქნება 🙂 🙏
სიყვარულით, ასტრო-ფსიქოლოგი დაჯი მამულაშვილი ❤