„დავემშვიდობე, უკან მოვიხედე და კორპუსის კედლიდან გრაფიტი ამაფარა რეალობამ თვალებზე: LOVE IS WISER THAN WISDOM“- წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.
ცოტნე გამსახურდია: „არ ვიცი, როგორ დავწერო… დარწმუნებული არ ვარ მასშიც, ძალუძს თუ არა ამა თუ იმ ჟანრს, ან ზოგადად ადამიანის მიერ შექმნილ გამოხატვის საშუალებებს ყოველთვის ადეკვატურად გადმოსცენ სათქმელი: წიგნს, ფილმს, მუსიკას თუ ნახატსა…
ალბათ უბრალოდ ვეცდები ნათლად გადმოგცეთ ჩემი დღევანდელი დღე… ყოველგვარი ინტერპრეტაციების და ფილოსოფიური მზა დასკვნების გარეშე. რადგან ადამიანის გონების სივრცე ნებისმიერ რაგინდ დახვეწილ და სრულყოფილ ფილოსოფიურ კონსტრუქტზე სრულად მიმაჩნია.
დღეს ჩემი ოჯახის ერთ ძველ, ყოფილ მოწინააღმდეგესთან შეხვედრაზე მივდიოდი. ყოველთვის ვცდილობ, ბოღმისა და სიძულვილისგან თავისუფალი ვიყო, მით უფრო როცა მტერი – თუნდაც ამჟამინდელი – მისი წესიერებისა და სხვა ადამიანურ თვისებათა გამო იმსახურებს პატივისცემას.
საერთოდაც, “ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა” !
მირჩევნია წავიქცე თავად, ვიდრე წაქცეულ თუნდაც მტერს წიხლი დავაჭირო, შანი მოვუგო, მისი სიმძიმით ვისარგებლო frown ემოცია თუმც ყოველთვის შეგნებული არ ვყოფილვარ და ყოფილა, მწარედ გადამიხდია სამაგიერო… frown ემოცია
მიწისქვეშა გადასასვლელში გადავდიოდი, რომ შუა გვირაბში გამხდარი მოხუცი ქალი დავინახე, კეთილშობილი სახის ნაკვთებით. დაბნეული იცქირებოდა აქეთ-იქეთ. ბებო, რა გაგჭირვებიამეთქი? აღარ მახსოვს, სად ვცხოვრობ შვილოო… ავედით პროსპექტზე, დავუძახე პატრულს და იქვე ჩამოვჯექით. ჰოი, საოცრებავ… ეს ას წელს მიტანებული ქალბატონი ერთი ძალიან ცნობილი და გამოჩენილი ქართველი მოღვაწის და აღმოჩნდა, რომელიც ასევე დაპირისპირებული იყო ჩემ ოჯახთან, ოღონდ – ცივილიზებულ ფორმატს არ გაცილებია…
ვისაუბრეთ პოლიციის მოსვლამდე. სრულიად დავიწყებული და მიტოვებული ელოდება სიკვდილს ისიც და გარშემომყოფნიც… პირადი ოჯახი არ ყოლია. არ მითქვამს ვინ ვარ, ან რა მნიშვნელობა ქონდა. ცოტა ხანში გადავაბარე პოლიციას სახლში წასაყვანად და იქვე შევხვდი ჩემი შეხვედრის ადრესატს.
ძველი მეგობრებივით ვილაპარაკეთ. დინჯად, პატივისცემით და აუღელვებლად. გამიზიარა საკუთარი გულისნადები.მეც – ჩემი ვუთხარი. თურმე მარტო დარჩენილა ისიცა…
ცოტა ხანში წამოვედით. მივაცილე დანიშნულების ადგილამდე მხცოვანი კაცი… დავემშვიდობე, უკან მოვიხედე და კორპუსის კედლიდან გრაფიტი ამაფარა რეალობამ თვალებზე:
UMBERTO ECO
სიყვარული სიბრძნეზე უბრძნესიაო… შემიძლია თავად გაჩვენოთ ის ადგილი, კეკელიძის ქუჩაზე… ცხოვრება წიგნია, უბრალოდ უნდა შეგეძლოს წაკითხვა. ამიტომ მე ბედნიერი კაცი ვარ.
აი, ასე“…