ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში გვხვდება და გვაღიზიანებს თავისი ქცევით თუ უსაქციელობით, როგორც წესი, იმ გენიალური ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ანაბეჭდია, თქვენი უდიდებულესობა რომ ჰქვია 🙂
ყოველ ჯერზე, როცა “გამაღიზიანებელს” შეხვდებით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი შინაგანი სამყარო… ეს ყოველ ჯერზე გამოცდაა ან ჩათვლა… ან შუალედურების მთელი ნაკრები:) ( როგორც უფრო მოგწონთ ისე მოიხსენიეთ) თუმცა, არსი არ იცვლება – გამოყოლილი გაქვთ და სანამ არ ჩააბარებთ, სულ ცხვირწინ დაგხვდებათ…
უნივერსისტეტისაგან განსხვავებით, რომელიც თქვენ შეგიძლიათ დემონსტრაციულად დატოვოთ და დაივიწყოთ საშემოდგომოები, ცხოვრებაში საკუთარ თავს ვერსად წაუხვალთ….
ასე რომ როგორც კი გრძნობთ, რომ ვიღაცას წყობიდან გამოყავხართ, ზუსტად იქვე თქვენი პიროვნული ზრდის და გამოცდის წარმატებულად ჩაბარების “სუნიც ტრიალებს” ,მთავარია გახსოვდეთ:
განსხვავებულ შედეგს განსხვავებული ქმედება ჭირდება.
წარმატებები 🙂
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი