ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი… სიხარულსაც, ბედნიერებასაც თავის ვადა აქვს, ჩვენც არ ვართ მუდმივები, ერთადერთი რამ, რაც მუდმივია – ეს არის ის, რის შექმნასაც შევძლებთ ამ ცხოვრებაში, რაც ხალხისთვის სასარგებლო იქნება…
ჩვენ მუდმივად უნდა ვცადოთ ახალი ხილის გასინჯვა, უნდა წავიდეთ იქ, სადაც არასდროს არ ვყოფილვართ, უნდა ვაკეთოთ ის, რაც არასდროს არ გაგვიკეთებია, რათა მივიღოთ ის, რასაც მომავალში დავიმსახურებთ. მაგრამ ახლავე თუ არ დავიწყეთ ვერც მომავალში მივიღებთ მას.
ბევრს ახლავე სურს ყველაფერი და მაგრად ცდება, შენ თუ არ გაქვს ამისათვის საკმარისი და საჭირო უნარები არაფერი გამოგივა, უნდა ისწავლო, ზუსტად ამისთვის ღმერთმა გაჩუქა სიცოცხლე, აბა ტყუილად არავინ ცხოვრობს, ყველას აქვს მისია.
მე ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ დაწყება ნებისმიერ წამს შეიძლება, ისევე როგორც დამთავრება, მაგრამ ვინც დაიწყო და მოეწონა იმან ვეღარ დაანება თავი, დაიწყე შენც და მერე ნახე, მანამდე ნურაფერზე ნუ ფიქრობ.
გისურვებ უდიდეს წარმატებას
ალექსანდრე ოგანეზოვი
