fbpx

გოგა ჩანადირი: გიფიქრიათ, თქვენი კომენტარებით რა სტრესს უქმნით ქართველ ოლიმპიელებს?

ავტორი ნინო გონგაძე
56 ნახვა

გოგა ჩანადირი: ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს კომენტარი. დიდი ნაწილი ნამდვილად განაწყენდება:

ოლიმპიელთა ფორმაchacma
მოგწონთ თუ არა, თქვენი მოთქმით სპორტსმენებს სტრესულ ფონს უქმნით.

შეიძლებოდა, ოლიმპიელთა საზეიმო ფორმები უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ნამდვილად არ არის ისეთი, ბევრი ჩემი მეგობარიც რომ მოსთქვამს. თუმცა, ეს გემოვნების საკითხია.

რატომ არ მოსწონთ – გამოიკვეთა ორი მიზეზი, თურმე შუააზილეთა (ტაჯიკებიო, ყაზახებიო, თურქმენებიო) ტანსაცმელს ჰგავს და რიოსთვის თბილია.
ძირითადათ, შესადარებლად მოჰყავთ ამერიკისა და კანადის ოლიმპიურ ნაკრებთა ფორმები.

პასუხი:
ეს არის საზეიმო, მისაღები ფორმა, რომელიც პროტოკოლით მკლავებსა და მუხლს უნდა ფარავდეს.
ზუსტად ოლიმპიადის დროს რიოში ზამთარია, რომელიც ჩვენებურ მარტი-მაისის ჩაცმულობას შეეფერება და ეს სამოსი სწორედ რომ არ არის ცხელი.

ფოტოებზე ამერიკელ და კანადელ სპორტსმენებს არასაზეიმო ფორმა აცვიათ. ამიტომ, შედარება არასათანადოა.
ჩრდილოამერიკელების საზეიმოც რომ იყოს, ამ ქვეყნებს არ აქვთ ეროვნული სამოსი და ის შტრიხები, რომლებსაც დაიტანდნენ.
ვისაც ჩაცმულობაში ეს აქვს, ის ნაკრები სწორედ რომ ეროვნული ხასიათის საზეიმო ფორმით წარსდგება.
ქართველ ოლიმპიელთა ფორმა დაფუძნებულია ეროვნულ სამოსსა და ჩუქურთმებზე და ეს არის ფორმა, რომელიც ოლიმპიადაზე ბევრ უცხოელს აღაფრთოვანებს.

და კიდევ, გიფიქრიათ, თქვენი კომენტარებით რა სტრესს უქმნით ქართველ ოლიმპიელებს?
“საცოდავები, ხმა ვერ ამოიღეს”, “უბედურები”, “საწყლები”, “ქისა ოქროს ჩამოსატანად მისცეს” და ასე შემდეგ.

საჯაროდ ასეთი ეპითეტებით რომ შეგამკონ, ვთქვათ, გამოცდის წინ, საინტერესოა, სიმშვიდის შენარჩუნება არ გაგიჭირდებათ?
იქნებ ეს ოლიმპიადის შემდეგ განგვეხილა?
ვთქვათ და სწორედ ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობამ აღაფრთოვანოს საერთაშორისო მედია, საზოგადოება, რას იტყვით?
თუმცა, სჯობს, ფორმები სხვა დროს კონკურსის წესით შეირჩეს (არ ვიცი, იქნებ ესეც კონკურსით შეირჩა?)

ასევე, სპორ ტს მენია სწორი ფორმა და არა სპორ ც მენი

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომელიც ყველაზე ტიტულოვანი გუნდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და რეკორდულია მონაწილეთა რაოდენობით.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment