💫არსებობს დუალური სამყარო რასაც „3 დე“ ეძახიან და 💫 არსებობს „5 დე“ სამყარო, სადაც მხოლოდ სიყვარულის ცნობიერება გამეფებულა და სხვა არაფერი.
ამათ, ცნობიერების მდგომარებასაც დავარქმევდი.
კიდევ, სხვადასხვა “ლეველის” მატრიცის თამაშებს.
💫პირველი, დუალური სამყარო, თავისთავში მოიაზრებს ორი მხარის არსებობის აუცილებლობას ილუზორულად,
👉 სადაც ომი აუცილებელია, რომ საკუთარ თავთან დაფარული, არაცნობიერად გაჩაღებული ბრძოლა შედგეს,
👉 სადაც გამარჯვებულია, იქ დამარცხებულიც არის,
👉 სადაც მოძალადეა, იქვე მსხვერპლიც აუცილებელია.
👉 სადაც მსხვერპლის ცნობიერების დონის „ჩემიანიობა“, მოიაზრებს „არაჩემიანების“ გარიყვას, დაცინვას, დამცირებას, რომ თავი იგრძნოს უკეთესად მათ ხარჯზე. სხვანაირად თავს და სხვას ვერ უმტკიცებს თავის უპირატესობას. ამიტომ აუცილებლად ჭირდება „არაჩემიანი“…
‼️ეს ერთი ჯოხის ორი მხარეა და ამ მატრიცულ მოცემულობაში, ეს თამაშის წესია.. უბრალოდ, იმყოფები „3 დე“ მატრიცაში, იმყოფები სანსარის ჩაკეტილ წრეზე, სადაც გველი მარადიულ მდგომარეობაში გამოკიდებია და ჭამს თავის თავს, კუდს და ეს არის სამუდამო, განაჩენივით,
მანამ…
სანამ არ აამაღლებ ცნობიერებას და არ გადახვალ „4 დე-ში“ მაინც…
👉 სანამ არ დაიწყებ ყველა ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლებას;
👉 სანამ არ გაანულებ ყველა შფოთს, წუხილს და დარდს;
👉 სანამ არ გაივლის ყველა არსებული შიში შენს შიგნით და არ გაიმარჯვებ შინაგან დემონებთან.
👉 მანამდე სანამ, არ დაიწყებ კარგის დანახვას,
გაგებას, კარგის დაფიქსირებას და კეთილი ქმედებების განხორციელებას…
👉 სანამ არ ისწავლი სიკეთის მინიშნებების დანახვას და გაყოლას.
💫 სანამ, არ გაცნობიერდება: თურმე შენ იმყოფები იქ, სადაც იმყოფება შენი აზრები და პირველ რიგში, აუცილებელია დარწმუნდე – შენი აზრები იმყოფება კი იქ, სადაც შენ გინდა ყოფნა?
რა დროს ესენია,
რა სისულელეებია,
ხომ შეიძლება მოკლედ დაწეროს…
„რა დროს ლოცვაა“,
„რა დროს მედიტაციაა“,
„რა დროს სწავლაა“,
„რა დროს მუშაობაა“,
„რა დროს ჩიტების მოსმენაა“
„რა დროს ბუნების შეცნობაა“
„რა დროს საკუთარ რეალიზებაზე ფიქრია“…
‼️ასე იყო სულ და იქნება სულ…..
სანამ და მანამ
იმყოფები „3 დე-ში“ და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენო – ეს ამ მატრიცის თამაშის წესი. ანუ სანამ გგონია და ფიქრობ, რომ გყავს მტერი – შენ ხარ მსხვერპლი, საცოდავი, და გაჭირვებული და შენ აუცილებლად გჭირდება მოძალადე, შენზე ძლიერი „ბაბაია“
და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ არ გავიაზრებთ, რომ ჩვენი ცნობიერება მუშაობს „3 დე“ მატრიცის „დვიჟოკზე“ და ის ვერ „გაქაჩავს“ „4 დე“ და მითუმეტეს ვერ უზრუნველყოფს „5 დე“ რეალობას.
❌ფორიაქი, შიში, ნერვიულობა, შფოთი ხვალინდელ პრობლემას არ აგვარებს, მაგრამ, სამაგიეროდ, დღევანდელ დღეს გართმევს სიმშვიდეს, რაც უზრუნველყოფს მატრიცაში გამოკეტილი სულებით რესურულ უზრუნველყოფას. ვერც კი გრძნობ, ჭაობივით როგორ გითრევს ნეგატივი და გპარავს დროს, რესურსს შენივე არასრულყოფილების განცდაზე და გარეთ მოგვარების მანიპულაციური იმედით გიმონებს.
💫💫💫💫💫
📌 გამოსავალი არის, მაგრამ ეს ბევრს, უმრავლესობას არ მოეწონება, რადგან საკუთარ თავში ვერ ხედავს პრობლემას.
📌 გამოსავალი არსებობს, იქ, სადაც საერთოდ არ ელოდები და არ გგონია.
გასვლის განზრახვისას, მარტიცა ასე მარტივად არ შეგელევა, შენ ხომ მისი საკვები რესურსი ხარ, ამიტომაც
👉მოგიწევს გააკეთო არჩევანი
👉მოგიწევს, ძველ იდენტობას დაემშვიდობო.
👉მოგიწევს, მოკვდე და თავიდან დაიბადო
👉ძალიან ბერი მენტალური „ნაგავი“ გადაყარო,
👉ძალიან ბევრ შეხედულებას გადახედო,
👉ძალიან ბევრი რწმუნებულებები შეარყიო/ჩამოშალო
და დიახაც, რომ ესენია,
მიიღო ახალი:
„ლოცვის დროა“,
„მედიტაციის დროა“,
„სწავლის დროა“,
„მუშაობის და შენების დროა“,
„ჩიტების მოსმენის დროა“
„ბუნების შეცნობით, სამყაროს სმენის დროა “
„საკუთარ რეალიზებაზე ფიქრის და ქმედების დროა“…
აქ, ახლა და ამ წუთას..
💫💫
გაცნობიერების დროა,
რომ
შენ გებოძა დიდებული ძღვენი, წოდებული – სიცოცხლედ
შენ გებოძა უნარი შეიცნო და იგრძნო.
შენ მოგეცა უნარი მოუსმინო მუსიკას და უყურებდე საყვარელი ადამიანების ღიმილს.
შენ გებოძა შესაძლებლობა თოთო ბალახზე. ფეხშიშველა გაიარო და ოკეანის ტალღები გადაცურო.
შენს გვერდით ცხოვრობენ ჩიტებიც და დაცურავენ თევზები.
შენ გაქვს ყველაფერი რომ გიყვარდეს, უყვარდე და აზიარებდე სიყვარულს.
შენში დიდზე დიდი ადგილია დაიტიო სიხარული!
შენია მზეც და მილიონი ვარსკვლავით მოჭედილი ცა!
შენ გაქვს ყველაფერი და შენ ხარ ყველა ფერში!
შენ ხარ სიცოცხლე და შეგიძლია აჩუქო სიცოცხლე!
შენ ხარ სასწაული, რომ ხარ … და რა მშვენიერია ეს ❤
👆შეხედე, რამდენი რამე გაქვს..
💫 მაგრამ „3 დე-ში“
– რა დროს ეს არის?
– რას „ბოდიალობს“?
დიახ, „5დ“, სხვა „ლეველის“თამაშია, სადაც თაგვი ეთამაშება კნუტს და სადაც მტრის მოგერიებაში კი არ ხარ – შემოქმედებაში. მტერი დარჩა 3 „დ-თვის“ რადგან ყველა ბრძოლა მოგებული გაქვს საკუთარ თავთან და მიხვედი ყველაზე მთავართან.
დიახ, ეს სხვა „ლეველია„ „5 დე-დ“ წოდებული, სადაც დედამიწამ უკვე დაასრულა გადასვლა და ახლა, მხოლოდ და მხოლოდ სულების გადაღწევაზეა საკითხი, ვინ გადაყვება ღვთიურ ღერძზე გასწორებულ პლანეტას სულთაგან – მორიგ „ამაღლების“ პროექტში, სადაც წინა ორი კატასტროფით დასრულდა.
დღეს, ჩვენს გვერდით დგას, სრულიად სამყაროს სინათლე და გამოფხიზლებული სულები არ დათმობენ ცივილიზაციის ამ გავლილ გზას ბნელისთვის, როცა ჩვენში, ჩვენთვის და ჩვენით არის დიდი მადლი და ძალა ღვთიურობის.
ცხოვრებაში ყველაფერი მარტივია:
👉რაც გახარებს, შინაგანად გავსებს და განათებს – შენია და ჭეშმარიტია
👉რაც გაშინებს, გძაბავს, გაშფოთებს, განერვიულებს, აღძრავს აგრესიას, გაკერებინებს იარლიყებს, გყოფს – რა არის შენი!
🌞 გაყევი სიხარულს, სინათლეს..
🩷დამიჯერე, ნათელი აზრებიც ლოცვაა, თანაც უძლიერესი. ამიტომ გთხოვ, იფიქრე მხოლოდ კარგზე
💚 სიყვარულით და 🙏 მადლიერებით
თქვენს სულიერ სინათლეში უსაზღვრო რწმენით
თამარი კვარაცხელია
წყარო: Tamar Kvaratskhelia /სულის ევოლუცია