fbpx

ცვლილებების გზა

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

ადამიანთა უმრავლესობა ცდება, როცა ვერ ხედავს იმ ძალას, რომელიც სინამდვილეში აქვს… ამ ადამიანთა ცხოვრება, ერთგვარად, ჭადრაკის დაფას ჰგავს და მათ არ ძალუძთ, გასცდნენ ამ დაფის ჩარჩოებს…

მხოლოდ უფსკრულის წინაშე მყოფი აცნობიერებს, რომ დროა გადადგას ნაბიჯი ცვლილებებისკენ… ის იწყებს ახალი წესების ძიებას, ახალი “მე” ს ძიებას, ახალი თამაშების ძიებას, და ამ დროს გამოდის ჭადრაკის დაფის ჩარჩოებიდან, მაგრამ ერთეულები მიდიან წარმოუდგენელ ცნობიერებამდე, რომ შენ არც პაიკი ხარ, არც მეფე და არც რომელიმე სხვა ფიგურა. წარმოიდგინე, შენ არც ის ხარ, ვინც თამაშობს, არამედ შენ ხარ ის, ვინც ეს დაფა შექმნა, შენ ხარ ამ თამაშის (ანუ ცხოვრების) შემქმნელი, ამ თამაშში მოწინავე მოთამაშე არ გყავს.

ერთადერთი მოწინავე ამ სამყაროში – შენ თავად ხარ, ამიტომ ყველაფერი შენს ხელშია.. კარები, რომელსაც შეყავხარ ახალი, სანუკვარი მომავლისაკენ – იღება მხოლოდ შიგნიდან, ყველა კითხვა და ამოხსნა არსებობს შენში, და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გზით მოხვედი აქამდე, და ვინ იყავი წარსულში.

შენი ცხოვრება იწყებს ტრანფორმაციას ზუსტად იმ წუთში, როდესაც შენს უსაზღვრო შესაძლებლობებს მიმართავ, რომელი შესაძლებლობებიც ყოველთვის იყო შენში და სამუდამოდ დარჩება თუკი – გამოიყენებ.

შენ მოხვედი ამ სამყაროში რათა შექმნა საკუთარი თავი, არა დააკოპირო სხვისი ცხოვრება, არამედ თავიდან შექმნა და გახდე საკუთარი ცხოვრების არქიტექტორი, რათა იცხოვრო სინათლეში, სიხარულში, სიყვარულში და სიუხვეში, რათა ყოველი შენი დღე ღირდეს რომ იცხოვრო.

ამიტომ კეთილი იყოს შენი გზა ცვლილებების გზაზე.

ლალი სანაკოევა

(ტკბილი ეპილაციის- “შუგარინგის” დამფუძნებელი და ურთიერთობების ქოუჩი)

გეპატიჟებით ქოუჩინგის სასწავლო ცენტრში.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: https://shorturl.at/akGJ9

მსგავსი სტატიები

Leave a Comment