fbpx

გოგლა ლეონიძე და გალაკტიონი

ავტორი ჟოლო
78 ნახვა

მას ერთხელაც არ წამოსცდენია გალაკტიონი ლოთიაო. ჰოდა, როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, გოგლა წამოდგა და თქვა:

– დავუშვათ გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო? ვიღაცამ დაიძახა: _ უმაგისოდაც იარსებებს მწერალთა კავშირიო. მას გასცინებია: მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ _ ფხიზელ და არამსმელთა კავშირი დავარქვათ. გალაკტიონი კი იქნება ამ კავშირის წევრი თუ არა, ის მუდამ გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ ათტომეული რომ აქვთ გამოცემული და მისი ერთი ლექსის საღირალი ჯერაც არაფერი დაუწერიათო. არა მხოლოდ ამ სიტყვების გამო უყვარდა გალაკტიონს გოგლა ლეონიძე _ ისინი სულიერი მეგობრები იყვნენ.


/ტექსტი მომზადდა ლევან ჯავახიშვილის საგაზეთო სტატიის /“დრონი“/მიხედვით/.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment