fbpx

გრიგოლ რობაქიძის ნატვრა – „მეტს არასა ვთხოვ საქართველოს”

ავტორი ჟოლო
84 ნახვა

„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს”

გრიგოლ რობაქიძე

პოეტს, მოაზროვნეს, პუბლიცისტსა და ფილოსოფოსს, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ–ერთ ფუძემდებელს საქართველოდან ძალიან შორს, ქვეყნის ნატვრაში ამოხდა სული.

გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას სხვადასხვა დროს მაღალი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა… იგი არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად.

“როგორ შეძელით თქვენ, უცხოელმა, ამნაირად ჩვენი ძნელი გერმანული ენის გაშლა და ამაღლება, როგორც ამას ვერ შეძლებდა თვით გერმანელი ?!” – ასე მიმართა გრიგოლ რობაქიძეს გერმანელმა პოეტმა და მკვლევარმა ტასილიო ფონ შეფერმა.

მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა მარტოობაში და მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა. გარდაიცვალა 1962 წელს, ჟენევაში, იქვე დაკრძალეს. 1976 წელს კი ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით გრიგოლ რობაქიძის ნეშტი საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment