fbpx

„გული დამეწვა და თან საშინლად გავბრაზდი!“ – ქეთი მიქაძე

ავტორი ჟოლო
21 ნახვა

„ბატონო პოლიტიკოსებო! ასეთი საქმეები უნდა აკეთოთ და არა გრანდიოზული ყრილობები თუ შეხვედრები ტორტის თანხლებით!“ – წერს „ფეისბუქის პირად გვერდზე“ ჟურნალისტი ქეთი მიქაძე… და იმ ტკივილიან სურათებსა და თხოვნებს ეხმაურება, რომელთაც სოციალურ ქსელში უხვად ნახავთ.

ქეთი მიქაძე: „ახლა გადავხედე „ფეისბუქს“ და ერთმანეთის მიყოლებით 10-12 სურათი – დავეხმაროთ… ტარდება საქველმოქმედო კონცერტი, მას ჩვენი დახმარება სჭირდება…

გული დამეწვა და თან საშინლად გავბრაზდი! მილიონებს ვხარჯავთ კონცერტებზე, ათასებს პარტიების ყრილობებზე და დარბაზების ქირაობებზე, კიდევ მეტს სამომავლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელის ჩამოყვანის მოთხოვნაზე… კიდევ რამდენ ფუჭ რაღაცაზე… ამ ადამიანებს კი დახმარება სჭირდებათ და იმ გაფლანგული თანხებით შეიძლება სიცოცხლეც კი შეუნარჩუნდეთ.

ბატონო პოლიტიკოსებო! ასეთი საქმეები უნდა აკეთოთ და არა გრანდიოზული ყრილობები თუ შეხვედრები ტორტის თანხლებით! აი, ეს არის საქმე და გარანტირებული ხმა, თორემ მიკროფონიდან რაც არ უნდა მითხრა, როგორ დაგიჯერო??? და კიდევ, იქნებ ყველამ დავდოთ თითო აგური, ასე უფრო მალე ავაშენებთ!!!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment