fbpx

როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი სამუდამოდ…

ავტორი Ann
96 ნახვა

შევინარჩუნოთ ოჯახში სიყვარული და პატივისცემა – ესაა მთავარი რაზეც დაქორწინებული ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, თუმცა ხშირად არ გამოსდის. როდესაც ქორწინებას გადაწყვეტთ, ფიქრობთ, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება, არცერთი წყვილი არ ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა დადგეს რთული პერიოდი, მოგვიანებით კი, როდესაც სიძნელეებს ეჩეხებიან უბრალოდ უარს ამბობენ ოჯახზე. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, როგორ შევინარჩუნოთ ოჯახში სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე:

 

შეარჩიე სწორი პარტნიორი – შესაძლოა აბსურდულ რჩევად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობა პარტნიორს ემოციურად ირჩევს და არ ფიქრობს იმაზე რეალურად სწორია თუ არა მისი გადაწყვეტილება. ნუ შეარჩევთ პარტნიორს სექსუალურობის, ექსტრემის თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით, ყველაზე მთავარია მას უსიტყვოდ ესმოდეს თქვენი ნებისმიერ სიტუაციაში.

 

ნუ ჩარევთ თქვენს ურთიერთობაში შიშსა და ვნებას – ვნება არ არის ის, რის გამოც ადამიანთან უნდა იყო, თქვენ უნდა გიყვარდეთ პარტნიორი. თუ თქვენ შეგეშინდებათ, რომ პარტნიორის მიმართ ვნებას აღარ განიცდით ურთიერთობა დამთავრდება. ისწავლეთ ჯანსაღი ურთიერთობები.

 

ისწავლეთ სიყვარულის ეტაპები – შეყვარება მთავარი არ არის, მთავარი ეტაპები აქედან იწყება: შეიყვარეთ, გახდით წყვილი, მოიშორეთ ილუზიები, შექმენით ხანგრძლივი და მუდმივი სიყვარული, იყავით ყოველთვის წყვილი.

 

დაივიწყეთ შეუთავსებლობა – ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბევრს ეჩვენება, რომ პარტნიორს ვეღარ ეწყობა. ხშირდება ჩხუბები, წინააღმდეგობები. სინამდვილეში ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივია. შეუძლებელია ყოველთვის ყველაფერი იდეალურად იყოს, ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ პარტნიორს ვერ ეთავსებით.

 

გიყვარდეთ პარტნიორი ისე, როგორც ბავშვი – ბავშვობის ხანა ხომ ყველაზე ლამაზია ჩვენს ცხოვრებაში. ყველა ბავშვი უდარდელია და უყვარს ასევე უდარდელად. გაიხალისეთ ცხოვრება, მოიქეცით ბავშვურად და გიყვარდეთ მეორე ნახევარი ასევე ბავშვურად.

 

ყოველდღე აუხსენით სიყვარული – სიყვარულის ახსნა მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება. ყოველდღიურად აგრძნობინეთ პარტნიორს რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ის თქვენს ცხოვრებაში.

 

გონივრულად დაელოდეთ ქორწინების შუა პერიოდს – ყველა წყვილს ჰგონია, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. საქმე ისაა, რომ თუ თქვენ ამ წლებს არ გამოიყენებთ იმ პერიოდისთვის, როდესაც ბავშვები გაიზრდებიან ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები იქნებით.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment