fbpx

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, დამოუკიდებლობას რომ ვერ ეგუება თავის დღე და მოსწრება“…

ავტორი ჟოლო
54 ნახვა

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, დამოუკიდებლობას რომ ვერ ეგუება თავის დღე და მოსწრება.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, რომელსაც ერთი ცალი ილია ყავდა და ათასი ცალი სერგო.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს საკუთარი ხელით რო დახვრიტა, გადაასახლა ერის გონება და ქვეყანა ხელში უბირ და უვიც დოქსოპულოებს ჩაუგდო.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს დამოუკიდებლობის პირველ წლებშივე თავისი პირველი პრეზიდენტი დევნილად რო აქცია და სამშობლოს გარეთ ამოხადა სული.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, მტერი და მოყვარე რო ვერ გაურჩევია და ყოველთვის ქვეშ ი#ვამს გადმწყვეტ მომენტებში.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, ყოველთვის იმის დაკრულზე რომ ცეკვავს, ვინც უფრო მეტ უშრომელ ლუკმას შესთავაზებს.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, ვისაც ღირსება იმ ადგილას ეზრდება, სადაც ძაღლიც კი არ მიაფსამს.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, მისდღემში რო იქ ეძებს საფრთხეებს, სადაც არაა და ამით დამოუკიდებლობას უქმნის მუდმივად საფრთხეს.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს რომელსაც მარტივად დააჯერებ ის ტოტი მოიჭრას რომელზეც ზის, თუ ეტყვი რომ მაგ ტოტზე ჯდომას რომ შრომა ჭირდება გატყუებენო, სინამდვილეში უფასოდ გეკუთვნისო.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩემს ინფანტილურ ერს, ასუთვალავი წლის მიუხედავად მაინც პუბერტატში რომ ჩარჩა და არც თავისი თავისა გაეგება და არც სხვისა ესმის.

Margot Lescaut

მსგავსი სტატიები

Leave a Comment