fbpx

„და ეს არის სწორედ დასტური იმისა, რომ საქართველო მოკვდა“ – ლევან რამიშვილი

ავტორი ჟოლო
55 ნახვა

არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, რომ საქართველო მოკვდა. მოკვდა ძალიან დიდი ხნის წინ. სიკვდილისწინა აგონიაში იფართხალა კიდევაც, მაგრამ მე მგონი მაინც ვერავინ შენიშნა, რომ კვდებოდა…

ღმერთის არ იყოს, ისიც უბრალოდ კი არ მოკვდა, არმედ მოკლეს. ჩვენ მოვკალით. როდის? ზუსტად მაშინ, ახალი, ლამაზი ნივთებით და კომფორტით სავსე ცხოვრების რომ ვიწამეთ, და ახალ მსოფლიოში ისე გადავეშვით თავფეხიანად, გაბღენძილი და გაღორებული მღვდლების რწმენის მეტი არაფერი გავიყოლეთ გზააში.

თუ რაიმე დადებითი შინაარსი ქონდა სიტყვას «ქართველობა», ეს ყველაფერი სადღაც აორთქლდა. ახლა ეს სიყტყვა ნიშნავს ფანატიზმს, ფუნდამენტალიზმს, აზროვნების არქონას, კერპთაყვანისმცემლობას პოლიტიკაში და პოლლიტიკოსობას რელიგიაში…

საქართველო მხოლოდ იმისთვის განთავისუფლდა, რომ მომკვდარიყო…

იმხელა სიყალბეში ვცხოვრობთ კონკრეტულად ჩვენ, ქართველები, რომ აქედან ამოსვლის აზრიც კი გვაშინებს. სხვა ერებისგან განსხვავებით, ჩვენ არ შეგვიძლია, გულწრფელები ვიყოთ ჰიმნის სიმღერისას… ჩვენ უბრალოდ არ გვჯერა ქართველობის იდეის (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს), და ეს არის სწორედ დასტური იმისა, რომ საქართველო მოკვდა.

ლევან რამიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment