fbpx

და თუ რაიმე მიღწევა გაქვთ, უმეტეს წილად მისი დამსახურებაა….

ავტორი ჟოლო
95 ნახვა

… თუ თქვენ გინდათ იყოთ ყველაზე უკეთესად, 
ამ სურვილის რეალიზებისათვის დგება აუცილებლობა იმისა, რომ ყველა გახდეს უფრო “ცუდად” ვიდრე თქვენ …

და თუ გადაწყვეტთ გახდეთ ყველაზე ლამაზი, ავტომატურად დაიწყებთ იმ საზოგადოების ძებნას, რომელიც ბევრად “ნაკლებად გამოიყურება” 

რატომ?
იმიტომ რომ ჩვენი ტვინი, ყოველთვის მოკლე გზას ეძებს, ჩვენი სურვილების შესასრულებლად….
და კიდევ იმიტომ, რომ ფორმულირება “ყველაზე” , “ყველაზე”…გამოხატავს არა სურვილის სიდიდეს, არამედ თქვენი დომინაციიის სურვილს სხვების ფონზე.

რაც მოწმობს “სხვების აზრის ” დიდი დოზით არსებობას თქვენს ცხოვრებაში და აგრეთვე არასრულფასოვნების განცდის გადამეტებულ დოზასაც 🙂

არასრულფასოვნების კომპლექსი არც ისეთი “ცუდი ტიპია” თქვენ რომ გგონიათ – რომ არა ის, წინ ვერასოდეს წახვიდოდით… და თუ რაიმე მიღწევა გაქვთ, უმეტეს წილად მისი დამსახურებაა….

თუმცა, ისევ ტვინს დავუბრუნდები, რომელიც ყოველთის თქვენს ინტერესებს იცავს და უნდა, რომ საქმე გაგიიოლოთ, მარტივი გზის აღმოჩენით…..

თუ რეალურად გინდათ შედეგიც, “დრაივიც”, ბედნიერების ხელშესახები განცდაც, ნუ “იმარტივებთ” – “ცოტა გაირთულეთ”
ანუ დისკომფორტის გადალახვა აუცილებლად მოგიწვთ, თუ სწორ გზაზე დგახართ….
სწორი გზა რომელია? – რომელიც თქვენი მიზნისკენ მიდის:)

და თუ გაინტერესებთ, როდის მორჩება ბოლოს და ბოლოს ეს დაბრკოლებები და პრობლემები, სიამოვნებით მოგახსენებთ:

– მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ მათ ისე შეხედავთ როგორც კროსვორდს:
.ზოგი პუნქტი მარტივად იცით და გიხარიათ,
. ზოგზე ტვინს ძაბავთ, პასუხს პოულობთ და კმაყოფილება გეუფლებათ,
. ზოგიერთი პასუხისათვის ვიკიპედიასაც იშველიებთ და პარალელურად კიდევ ბევრ საინტერესო რაიმეს იგებთ,
.ზოგიაერთი არ იცით და განცდით “არაუშავს” ემშვიდობებით მას.

p.s.
ადამიანს, რომელიც ხშირად ხსნის კროსვორდებს, სკლეროზი და მეხსიერების დაქვეითება არასოდეს დაემართება.

მშვიდობის დილა,
მშვიდობის კვირა,
მშვიდობის გაზაფხული თქვენ და ყველა თქვენ ირგვლივ მყოფს, რომელზე უკეთ ყოფნაც იმედი მაქვს გადაიფიქრეთ 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment