fbpx

ერთხელ მათემატიკის მასწავლებელი …

ავტორი ჟოლო
156 ნახვა

ერთხელ, მინესოტაში მცხოვრებმა მათემეტიკის მასწავლებელმა , მოსწავლეებს მისცა დავალება: ჩამოეწერათ თანაკლასელების სია, დაფიქრებულიყვნენ და თითოეული სახელის და გვარის გასწვრივ მიეწერათ, მათთვის დამახასიათებელი ყველა, კარგი ხასიათის თვისება.

გაკვეთილის ბოლოს შეაგროვა სია.

ეს იყო პარასკევი დღე. შაბათ -კვირას მან დაამუშავა შედეგები და ორშაბათს ყველა მოსწავლეს დაურიგა ფურცელზე ჩამოწერილი კარგი თვისებების სია.

ბავშვები კითხულობდნენ მოუთმენლად.

აქა იქ კი ისმოდა ჩურჩული: «ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? არ ვიცოდი, მათ ასე თუ ვუყვარდი». მასწავლებელს, არ შეუთავზებია შედეგების განხილვა, თუმცა, მან იცოდა: დასახული მიზანი მიღწეული იყო, მოსწავლეებმა ირწმუნეს საკუთარი თავის.

რამდენიმე წლის მერე, ერთ-ერთი ამ მოწაფეთაგანი მარკ ეკლანდი დაიღუპა ვიეტნამის ომში.

ის სამშობლოში, მინესოტაში დაკრძელს. მარკთან გამოსამშვიდობებლად მოვიდნენ, მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები, მასწავლებლები.  დასაფლავების შემდეგ ბიჭის მამა მიუახლოვდა მათემატიკის მასწავლებელს და უთხრა:

«მინდა რაღაც გაჩვენოთ — მან საფულედან ამოღო ოთხად გაკეცილი, გაცრეცილი ფურცელი. კარგად ჩანდა, რომ ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ წაკითხული — იცით, ეს იპოვეს მარკის ნივთებში. ის, ერთი წუთითაც არ განშორებია მას. გეცნობათ?»

გაუწოდა ფურცელი. ის აღმოჩნდა, დადებითი თვისებების ჩამონათვალი, რომელიც, რადენიმე წლის წინ დაწერეს თანაკლასელებმა.

— ძალიან დიდი მადლობა — უთხრა მარკის დედამ — ჩვენი შვილისთვის უძვირფასესი იყო და უფრთხილდებოდა.

და ამ დროს მოხდა სასწაული:

ერთმანეთის მიყოლებით თანაკლასელებმა ამოიღეს მსგავსი ფურცლები. აღმოჩნდა, ბევრი მუდმივად დაატარებდა ამ ფურცელს საფულეში, ვიღაცა საოჯახო ალბომში ინახავდა.

ერთ-ერთმა თქვა: «ჩვენ შევინახეთ ფურცლები. ნუთუ შეიძლებოდა მისი გადაგდება?»

 

ავტორები: გერი ჩეპმან, როს კემპბელი წიგნიდან «ხუთი გზა, ბაშვის გულისკენ»

თარგმანი:

თამარ კვარახელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment